პედრეროლი : "რონალდუს რეაქცია გასაგები იყო"
ხოსეპ პედრეროლის განცხადებით, კრიშტიანო რონალდუს რეაქცია, რომელიც მას "რაიო ვალეკანოსთან" მატჩში ჰქონდა, აბსოლუტურად გასაგებია, რადგან ახალგაზრდა ფეხბურთელებმა პირველ რიგში უნდა დაიცვან გუნდურობის პრინციპი...
"მედრანს შეტევის დროს პასი უნდა გაეკეთებინა, ამ შემთხვევაში სამეფო კლუბი კიდევ ერთ გოლს ჩაიწერდა აქტივში, თუმცა ახალგაზრდობამ და გამოუცდელობამ თავისი ქნა და მან კარისკენ გადაგზავნა ბურთი. ეს იყო რიგითი ეპიზოდი, რომელმაც კრიშტიანოს გაღიზიანება გამოიწვია."
"კეილორ ნავასი და იკერ კასილასი ერთმანეთს ყოველთვის გაუწევენ კონკურენციას. მადრიდში ხელშეუხებელი არავინ არის და ბუნებრივია ეს არც, იკერ კასილასზე ვრცელდება. კოსტა-რიკელს რიგ ეპიზოდებს არადამაჯერებლობა ეტყობოდა, თუმცა საბოლოო ჯამში მაღალ დონეზე გამოვიდა. მთავარი ის გახლავთ, რომ კიპერები ერთმანეთთან მეგობრობენ."
- 10 ნოემბერი 2014
- 4 626
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.