იგუაინი–მომავალი რაული

მადრიდის "რეალის" არგენტინელი ფორვარდი ნელ–ნელა უმტკიცებს ყველას, რომ მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე. შარშანდელ სეზონში გონსალომ 22 გოლის გატანა მოახერხა 34 შეხვედრაში–ეს კი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის დიდებული შედეგია. პიპიტა არც დღეს ღალატობს საკუთარ თავს და გულშემატკივარს სიამოვნებას ანიჭებს მოხდენილი და ლამაზი თამაშით, წლევანდელ სეზონში მან უკვე 10 გოლის გატანა შეძლო. იგუაინი მხოლოდ იბრას და ვილას ჩამორჩება, რომელთაც 12 და 11 გოლი გაიტანეს. არგენტინელს ნამდვილად შეუძლია იბრძოლოს "პიჩიჩისთვის"(საუკეთესო ბომბარდირი ესპანეთში).

იგუაინი–მომავალი რაული

პიპიტას საუკეთესო ფორვარდისთვის დამახასიათებელი ყველა თვისება აქვს. იგი ძალიან სწრაფია, ტექნიკური და მომენტებს ნაყოფიერად იყენებს. გონსალოს ინდივიდუალურადაც შეუძლია ფონს გასვლა ანუ თამაშის ბედის გადაწყვეტა, რითიც ბევრი ფეხბურთელი ვერ დაიკვეხნის. მან თავისი სიძლიერე შარშანაც დიდებულად დაამტკიცა, როდესაც უღიმღამოდ მოთამაშე სამეფო კლუბს რამდენიმეჯერ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა. წლევანდელ სეზონში მან 10 გოლი შეაგდო 12 შეხვედრაში, რაც ბრწყინვალე რეზულტატია. იგი მხოლოდ "ბარსელონელ" ზლატან იბრაჰიმოვიჩს ჩამორჩება, მან 11 გოლი გაიტანა. უსამართლობა იქნება პიპიტა და ზლატანი შევადაროთ ერთმანეთს, რადგან იბრა გაცილებით უფრო გამოცდილი და მრავლისმნახველია, მაგრამ იგუაინის ასეთი შედეგიანობა ხაზს უსვამს, რომ იგი მალე შვედსაც აჯობებს და ბევრ სხვასაც. პრიმერაში ჯერ–ჯერობით საუკეთსო ბომბარდირი დავიდ ვილაა, მას 12 ბურთი აქვს გატანილი მეტოქეთა კარში. "ვალენსიელიც" ძალიან გამოცდილია, ამიტომ არავის უკვირს მისი ასეთი შედეგიანობა.
იგუაინი–მომავალი რაული

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ იგუაინს ყოველ 81,10 წუთში გააქვს გოლი მეტოქეთა კარში, ანუ ყოველ თამაშში. რაც შეეხება იბრაჰიმოვიჩს, მას 89,64 წუთში. ეს იმითაა განპირობებული, რომ პიპიტას 15 ჩასატარებელი მატჩიდან 12–ში აქვს მონაწილეობა მიღებული, ხოლო ზლატანს 14–ში.

ყველასდა გასაკვირად, გონსალომ ძირითადი შემადგენლობიდან ამოაგდო გუნდის თილისმა რაულ გონსალესი და ყველაზე გამოცდილი რუდ ვან ნისტელროი. ამას ბევრი ვერ წარმოიდგენდა, ზოგს ეგონა რომ ბენზემას და რონალდოს მოსვლის შემდგომ პიპიტა გუნდს დატოვებდა და ვერ გაუძლებდა კონკურენციას, მაგრამ საბედნიეროდ "რეალს" მომავალი რაული ეზრდება, რომელიც არასდროს ნებდება და ყოველთვის ბოლომდე იბრძვის. გუნდში არიან ისეთი ფეხბურთელები როგორიცაა: კაკა, რონალდო, რაული, ნისტელროი, ბენზემა... მათთან კონკურენცია კი ურთულესია. იგუაინმა ყველას კარგად დაანახა თუ რა შეუძლია, მან "ვალენისიასთან" ორი გოლი გაიტანა და გუნდის გამარჯვებაში ლომის წვლილი დაიდო. პიპიტამ ბოლო სამ შეხვედრაში 6 ბურთი შეაგდო.
იგუაინი–მომავალი რაული

გონსალო მხოლოდ 22 წლისაა, მას მთელი კარიერა წინა აქვს. მას მწვერვალები ჯერ კიდევ დასაპყრობი აქვს. როგორც მოგეხსენებათ, პიპიტა ყველაზე ძვირადღირებული ახალგაზრდა ფეხბურთელია, თუ რომელიმე გუნდს მისი შეძენა სურს 45 მილიონი უნდა გადაიხადოს.


ინფრომაციის წყარო: Defensacentral.Com

ავტორი: KevlishA

  • kevlisha
  • 22 დეკემბერი 2009
  • 4 173
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)