ანჩელოტი: „კროოსი საუკეთესო იყო“
„რაიო ვალეკანოსთან“ ნამატჩევს, კარლო ანჩელოტიმ კომენტარი გააკეთა.
„ვფიქრობ, კარგი შეხვედრა ჩავატარეთ, რამეთუ დავუპირისპირდით გუნდს, რომელსაც თამაში უნდოდა.გუნდი ნაყოფიერად მუშაობს.“
„კროოსი საუკეთესო იყო მწვანე მინდორზე და სადებიუტო გოლიც გაიტანა „რეალში.“ძალიან მხიბლავს მისი მაღალი დონე.ტონისა და მოდრიჩის ტანდემი შესანიშნავად ასპარეზობს.ისინი დიდებულად უგებენ და აზღვევენ ერთმანეთს.“
„უპირველეს ყოვლისა, თავდამსხმელების თამაშს დაცვითი ფუნქციების შესრულებიდან გამომდინარე ვაფასებ, რამეთუ დღეს-დღეობით, ყველაზე მეტად აღნიშნულ ასპექტში სჭირდება გუნდს დახმარება.რა თქმა უნდა, სიურპრიზი არ არის, რომ ბეილი, ბენზემა და რონალდუ ახერხებენ თავის გამოჩენას.“
„საშუალება გვქონდა როტაციისა და შანსი ხელიდან არ გავუშვით.ნავასი საჭიროებდა სათამაშო წუთებს, რამეთუ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს ვარჯიშებზე.ახლა, სხვა მატჩებშიც შემიძლია მისი გამოყენება.“
„ხამესმა მინუს 30 წუთი ითამაშა „ლივერპულთან“ და ამიტომაც დაიწყო „რაიოსთან“ სასტარტო შემადგენლობაში ასპარეზობა.შესაძლებელია, მომდევნო პაექრობაში ისკომ შეცვლაოს კოლუმბიელი.“
„სიმართლე გითხრათ, რონალდუს სახეზე მღელვარება ვერ ამოვიკითხე.გოლიც რომ ვერ გაეტანა, ბუნებრივია, პრობლემა არ შეიქმნებოდა.4-4-2 სისტემის დროსაც, მარცხნიდან უტევს კრიშტიანუ.“
AS
- 9 ნოემბერი 2014
- 4 498
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.