რამოსი: „რონალდუსგან პასს ველოდებოდი, მაგრამ...“
სერხიო რამოსმა „რაიო ვალეკანოსთან“ თამაში შეაფასა.
„საერთო ჯამში, სრულყოფილი შეხვედრა გამოგვივიდა.ბუნებრივია, რთულია სატურნირო ცხრილში ლიდერობის მოპოვება და შემდეგ მისი შენარჩუნება.ყოველთვის სასიამოვნოა დიდი ანგარიშით მეტოქეის დამარცხება.“
„აღნიშნულ ეპიზოდში ცოტათი გამიმართლა, გოლი დედაჩემს მივუძღვენი.კმაყოფილნი ვართ მორიგი 3 ქულით.ეროვნულ ნაკრებს კარგ განწყობაზე შევუერთდებით.“
„მეხუთე გოლის ეპიზოდში, კრიშტიანუს შეეძლო პასის გაკეთება ჩემთვის, თუმცა თავდამსხმელმა თავისი მოვალეობა შეასრულა.ჩემსა და რონალდუს შორის დიდებული ურთიერთობა სუფევს.“
„ისკოცა და ბეილიც სასარგებლოდ თამაშობენ.მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ფეხბურთელები ირიცხებიან „რეალის“ შემადგენლობაში.“
AS
- 9 ნოემბერი 2014
- 7 599
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.