სანტოსი: "იმედია რონალდო 2016-შიც მიიღებს ჯილდოს"
პორტუგალიელმა მწვრთნელმა, ფერნანდო სანტოსმა თავისი თანამემამულის, კრიშტიანო რონალდოს წარმატებას ისაუბრა.
"მართალია რონალდო 29 წლისაა, თუმცა იგი უფრო სახიფათო მოთამაშეა, ვიდრე ეს ხუთი წლის წინ იყო. მან მიიღო უდიდესი გამოცდილება მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და ფიზიკური კონდიციების გაიუმჯობესა. რონი ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, რომელიც გაჩერებას არ აპირებს და მუდამ საუკეთესოობისკენ მიისწრაფვის."
"ოქროს ბურთიც და ბუციც კრიშტიანომ ნამდვილად დაიმსახურა. გასული სეზონი მან ბრწყინვალედ ჩაატარა. რონალდო მადრიდის "რეალის" უდავო ლიდერია. იგი გუნდის შეტევებს უფრო ეფექტურს ხდის. ისღა დამრჩენია იმედი დავიტოვო, რომ ევრო 2016-ზე CR7 წარმატებით იასპარეზებს და კიდევ ერთ ჯილდოს მიიღებს."
Defensacentral.com
- 8 ნოემბერი 2014
- 1 676
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.