ესპანეთის ნაკრები ისკოს მოლოდინშია
მოახლოვდა სანაკრებო ბატალიები და ვისენტე დელ ბოსკემ დღეს გაამზადა ფეხბურთელების სია, რომლებიც ეროვნულ გუნდში იქნენ გამოძახებულნი.
"ფურია როხა" ორ მატჩს ჩაატარებს. პირველი იქნება ევრო 2016-ის შესარჩევი მატჩი ბელორუსიის წინააღმდეგ, რომელიც 15 ნოემბერს გაიმართება. ხოლო მეორე შეხვედრა ამხანაგური იქნება, სადაც ესპანელები მსოფლიო ჩემპიონს, გერმანიას დაუპირისპირდებიან 18 ნოემბერს.
"ულვაშას" თავის ასისტენტებთან დიდი ანი მოუწია მსჯელობა ისკოს საკითხზე და ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილება მათ არ მიუღიათ. დელ ბოსკე ისკოს თამაშმა გააოცა. ესპანელმა ფეხბურთელმა ბოლო ერთ თვეში მადრიდის "რეალში" იმდენად განვითარდა, რომ ვისენტეს აზრით, იგი ეროვნულ ნაკრებში უნდა გამოდიოდეს და არა 21 წლამდელებში.
საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი და ჩვენ შევიტყობთ გამოიძახებს თუ არა დელ ბოსკე მადრიდელ "ოქროს ბიჭუნას".
Defensacentral.com
- 7 ნოემბერი 2014
- 1 666
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.