რამოსი:"ძალიან მინდა შემცირდეს უსახლკარო ადამიანთა რიცხვი"
სერხიო რამოსი ყველაფერს აკეთებს უსახლკარო ბავშვების დასახმარებლად, როდესაც შეუძლია ძალ–ღონეს არ იშურებს მათ გვერდში დასადგომად. დღეს მან ასეთი განცხადება გააკეთა:"შეიძლება ფეხბურთში დამარცხდე, მაგრამ არ შეიძლება შესაძლებლობა გქონდეს და არ დაეხმარო აფრიკაში მცხოვრებ ბავშვებს, რომლელთაც ძალიან მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება."
დღეს "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართა "აფრიკის ჩემპიონატის" მონაწილე ფეხბურთელთა შეხვედრა, ამ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ესპანეთში მოთამაშე აფრიკელი ფეხბურთელები და სხვა ცნობილი პიროვნებებიც. სწორედ ამ შეხვედრაზე იმყოფებოდა სერხიო რამოსი, რომელმაც ინტერვიუ მისცა ავტორიტეტულ ჟურნალ "El MundO"-ს.
"მადრიდში დიდებული სიტუაციაა, ყველას ძალიან უხარია "აფრიკის ჩემპიონატის" დაწყება, რადგან ამ ტურნირს თან უდიდესი ინტერესი ახლავს. ჩემი თანაგუნდელებიც მიემგზავრებიან აფრიკაში, მე მათ წარმატებებს ვუსურვებ. მინდა შევეხო უსახლკარო ბავშვების თემას, ასეთი ხალხი უამრავია, მე ძალიან მინდა ავისრულო ბავშვობის ოცნება და მათ გვერდში დავუდგე ეკონომუირად, სულიერად თუ მეგობრულად. ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ აფრიკაშია ყველაზე მეტი ქუჩაში მცხოვრები ადამიანი, მე აუცილებლად ჩავალ მათთან და დავეხმარები..."
რამოსი ასევე შეეხო "ბარსელონას" თემას, ისინი ხომ 2009 წლის ტრიუმფატორები არიან–"ბარსა" ქმნის საკუთარ სტილს და ამდიდრებს ისტორიას. მართლაც ძალიან კარგი გუნდი ყავთ კატალონიელებს, მაგრამ 2010–მადრიდის "რეალის" წელია... "ბლაუგნარა" დიდებულ ფეხბურთს აჩვენებს მაყურებელს, ამას პირნათლად ვაღიარებ, მათ შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ გუნდში, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ ეს წელი ჩვენია!!!"
სერხიომ ისაუბრა ზამთრის შესვენებაზე–"აბსოლიტურად ყველა ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია ზამთრის შესვენება, ეს საშუალებას გვაძლებს მოვიკრიბოთ ძალები და უფრო დიდი შემართებით დავუბრუნდეთ მოედანს. პირადად მე ძალიან კარგად ვიყენებ თავისუფალ დროს, ბევრს ვმოგზაურობ და ვერთობი. განტვირთვა ყველა ადამიანს სჭირდება, განსაკუთრებით ფეხბურთელს. მინდა ყველას მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი და წარმატებები გისრუვოთ..."
ინფრომაციის წყარო: Defensacentral.Com
ავტორი: KevlishA
- 21 დეკემბერი 2009
- 3 318
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.