კრიშტიანუ რონალდუს „ოქროს ბუცი“ გადაეცა
სპეციალურად გამართულ ღონისძიებაზე, კრიშტიანუ რონალდუს „ოქროს ბუცი“ გადაეცა.
მოგეხსენებათ, პორტუგალიელემა გოლეადორმა განვლილ სეზონში 31 გოლს მოუყარა თავი და კარიერაში, რიგით მესამე „ოქროს ბუცი“ მიიღო.
აღნიშნულ ცერემონიას, პერესი, ბუტრაგენიო, ბეილი, კასილიასი და რამოსი ესწრებოდნენ.
„სიმართლე გითხრათ, ნადმვილად არ მოველოდი ამდენ ადამიანს დაჯილდოვებაზე.მადლობას ვუხდი თანაგუნდელებს, რამეთუ მათი დახმარების გარეშე ვერაფერს გავხდებოდი.ამასთანავე, მადლობას ვუხდი ჩემს ოჯახს, კლუბსა და ქომაგებს.ძალიან მომწონს ინდივიდუალური ჯილდოები და თავს არ ვზოგავ.რიგით მესამე „ოქროს ბუცს“ გულშემატკივრებს ვუძღვნი, რომლებიც "რეალში" გადმოსვლის დღიდან, მხურვალედ მიჭერენ მხარს.გპირდებით, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესებ თამაშს და ვეცდები, არა ერთი ტიტულის მოგებაში დავეხმარო სამეფო კლუბს“ - დასძინა კრიშტიანუმ სიტყვით გამოსვლისას.“
- 5 ნოემბერი 2014
- 4 451
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.