ჰესკის თავისი ყოფილი გუნდის იმედი არ აქვს
"ლივერპულის" ყოფილმა ფორვარდმა, ემილ ჰესკიმ დღევანდელ მატჩზე კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, "ლივერპულს" მადრიდის რეალთან არანაირი შანსი არ აქვს.
"ლივერპულისთვის სანტიაგო ბერნაბეუზე გამოსვლა ურთულესი იქნება"
"მე ვესაუბრე ყოფილ თანაგუნდელებს და ვუთხარი, რომ დღეს 3-0 ანგარიშით მარცხი კარგი შედეგი იქნებოდა მათთვის"
"მართალია, რაჰიმ სტერლინგის თამაში ძალიან მაგრამ ვფიქრობ, რომ მხოლოდ 1 ფეხბურთელს 11 ფეხბურთელის წინააღმდეგ შანსი არ აქვს"
"როდესაც "ლივერპულში" ვთამაშობდი, მაშინ ასეთი განსხვავება გუნდებს შორის არ იყო, როგორიც ახლა ბაიერნსა და რეალს აქვთ სხვა გუნდებთან შედარებით"
"რეალი გაცილებით უფრო ძლიერი იქნება ვიდრე ენფილდზე, რადგან მათ გარეთ ბეილიც ემატება. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ისკო, რომელსაც მშვენიერი პერიოდი უდგას. თუმცა ვთვლი, რომ გარეთი იმსახურებს ძირითადს.
"რეალის შეტევის შედარება მხოლოდ ბაიერნთან შეიძლება. ეს ორი გუნდი სხვებთან შედარებით გაცილებით მაღალ საფეხურზე დგანან. დარწმუნებული ვარ რომ, მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის თასი მიუნხენში ან მადრიდში წავა" - ციტირებს ჰესკის სიტყვებს Goal-ი
- 4 ნოემბერი 2014
- 2 026
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.