"სიტი" ბრძოლაში ჩაერთო
მარკო როისის გადაბირებას ევროპული გრანდები ცდილობენ.
ერთი თვის წინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, როისს მადრიდის "რეალში" გადასვლა ჰქონდა გადაწყვეტილი. მეტსაც გეტყვით, ერთ–ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ "დორტმუნდი" მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე არ გავიდოდა, იგი კლუბს დატოვებდა.
გერმანელი ფეხბურთელით აგრეთვე იმტერესდება მიუნხენური გრანდი. "ბაიერნის" ხელმძღვანელები დიდი ხნის მანძილზე ცდილობდნენ მარკოს გადაბირებას, თუმცა გერმანელი ვარსკვლავი მათ უარით ისტუმრებდა.
დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით კი სატრანსფერო ბრძოლაში ჩაერთო მანჩესტერ "სიტი". მანუელ პელეგრინის აზრით, მისი გუნდის გაძლიერება როისს შეუძლია და რადაც არ უნდა დაუჯდეთ, დორტმუნდის ამჟამინდელი ლიდერი ბრიტანეთში უნდა მიიწვიონ.
Bernabeudigital.com
- 4 ნოემბერი 2014
- 2 383
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.