„რეალი“ ორჯერ ცდილობდა ჯერარდის გადაბირებას

„დიდი პატივია, როდესაც „რეალი“ ინტერესდები შენით.კარიერის განმავლობაში, ორჯერ მქონდა მადრიდული გრანდის მაისურის მორგების შანსი, მაგრამ უარი განვაცხადე.რა თქმა უნდა, ჩემს მშობლიურ გუნდს ვერ შეველია.შესაძლებელია, 1 მშვენიერ დღეს ვინანო მიღებული გადაწყვეტილება, მაგრამ ვფირქრობ, ლივერპულიდან წასვლა უფრო საწყენი იქნებოდა“ - დასძინა ჯერარდმა 21 ოქტომბერს, „ენფილდზე“ გასამართი პაერობის წინ.

რასაკვირველია, ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა არ იტყუება და მას მართლც ჰქონდა სამეფო კლუბისგან შეთავაზებები.პირველად, 2004 წლის შემდგომაზე დაინტერესდა ფლორენტინო ბრიტანელი ნახევარმცველით.უკვე მაშინ, 24 წლის სტივენს ეკეთება კაპიტნის სამკლავური, ხოლო კლუბში ყოფნის ვადა 2007 წელს ეწურებოდა.აღსანიშნავია, რომ იმავდროულად, ფეხბურთელის შესაძლებლობებით „ჩელსიც“ იყო მოხიბლული და ევროპულ პრესაში ბევრი იწერებოდა ჯერარდის მომავლის შესახებ, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს, „რვიანმა“ "ლივერპულის“ ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით განცხადება გააკეთა: „გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გადაწყვეტილება მივიღე და სხვა კლუბთან მაქვს ირიბი კავშირი, უტყუარი სიბინძურეა.“

2005 წლის მაისში, მადრიდელებმა 30 მილიონი შესთავაზეს „წითლებს,“ თუმცა ამ უკანასკნელებს, 45 მილიონი, დე ლა რედი, არბელოა და ხავი გარსია უნდოდათ.საკმაოდ გაჭიანურებულ მოლაპარაკებების დასრულებას, ჯერარდი იბიცაზე ელოდებოდა, სადაც 1 ივლისს, ბენიტესთან შეხვედრის შემდეგ, მიიღო კლუბის შეცვლის გადაწყვეტილება და უკვე 5 ივლისს, „ლივერპულის“ გვერდზე ახალი განცხადება გაჩნდა: „კლუბმა ყველაფერი გააკეთა სტივენის შესანარჩუნებლად, თუმცა მან უარი გვითხრა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე და სხვაგან გადაბარგების სურვილი გამოთქვა.“ ამას თან დაერთო ფეხბურთელის ინტერვიუ Sky-სთან: „განვლილი 6 კვირა საკმაოდ რთული აღმოჩნდა ჩემთვის.არჩევანის გაკეთება ძალიან გამიჭირდა.“ ერთი შეხედვით, ადგილობრიივები უკვე ეგუებოდნენ საყვარელი მოითამაშის წასვლას, თუმცა აღნიშნულიდან 4 დღეში, ჯერარდმა 4 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა „ლივერპულთან:“ „ხალხისგან დიდი სიყვარული და პატივისცემა ვიგრძენი.“

2009 წელს, პერესი კვლავ მიუბრუნდა ჯერარდს.მადრიდის „რეალის“ სათავეში მეორედ მოსვლის შემდეგ, სწორედ სტივსაა და ალონსოზე აკეთებდა აქცენტს, თუმცა „ბერნაბეუზე“ მხოლოდ ჩაბის ჩამოყვანა მოახერხა.იწერებოდა, რომ თითქოს, ფეხბურთელის აგენტი სტრუან მარსალი, არწმუნებდა ფლორენტინოს ტრანსფერის გაჩარხვაში, თუმცა საბოლოოდ, ინგლისელი ნახევარმცველი არ „გათეთრდა.“

AS

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (245)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)