ხოსე ლუის სანჩესი : "მადრიდელთა კონცენტრაციის დონე უმაღლესია"

მარკას ექსპერტის, ხოსე ლუის სანჩესის განცხადებით, კარლო ანჩელოტიმ ყველაზე დიდ მიზანს მიაღწია, რაც მადრიდელი ფეხბურთელების კონცენტრაციის უმაღლესი დონე ჰქვია...

"მადრიდის "რეალი" დღევანდელ დღეს ევროპაში ყველაზე სანდო კლუბია. კარლო ანჩელოტის შეგირდები თითოეულ მატჩზე მაქსიმალურად კონცენტრაციას აკეთებენ და არც მაშინ დუნდებიან, როდესაც ანგარიში 0-2, 0-3 ან კიდევ უფრო მეტია. იტალიელი სპეციალისტი უნდა დავაფასოთ, რადგან მან უდიდესი სამუშაო გასწია."

"ჩემპიონთა ლიგაზე კარლოს გუნდი ნებისმიერ მოწინააღმდეგეს ნოკაუტში აგდებს. ევროპაში რამდენიმე ფავორიტის გამოყოფა შეიძლება, თუმცა "რეალს" ტიტულის დაცვის კარგი შანსი აქვს."

"კრიშტიანო რონალდუ ინდივიდუალურ დონეზე უმაღლესი კლასის ფეხბურთელია, თუმცა ვხედავთ, რომ მას შესანიშნავად შეუძლია გუნდური სულისკვეთების თამაში, ამაში ყველაზე დიდი როლი თავისთავად მწვრთნელმა ითამაშა."

"რაც შეეხება კარიმ ბენზემას. ალბათ ყველა ხედავს ფრანგის პროგრესს. მსოფლიო ჩემპიონატზე მან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა კლუბთან ერთად სეზონი მეტად უსახურად დაიწყო, რამაც დიდი კრიტიკა გამოიწვია. დღევანდე დღეს ცხრიანი სამეფო კლუბში უკონკურენტოა და უმნიშვნელოვანესი გოლები გააქვს."

"დანიელი კარვახალი ჯერ კიდევ გერმანიაში იყო სოლიდური, თუმცა მადრიდში დაბრუნების შემდეგ ბევრი რამ ისწავლა. როგორც ჩანს ის ზედმიწევნით ასრულებს მთავარი მწვრთნელის დავალებებს და შედეგი სახეზეა. "მერენგებს" ესპანელი ფეხბურთელის სახით, საკუთარ პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ჰყავთ. დანიელი შესანიშნავ სიწრაფეს ფლობს და რაც ყველაზე მთავარი ფიზიკურად ძლიერდება."

"შარშანდელ სეზონში კარლოს გუნდი ახალი წლიდან მოწოდების სიმაღლეზე იდგა და საბოლოო ჯამში სამეფო თასისა და ჩემპიონთა ლიგის აღმართვა შეძლო. ახლა ჩვენ ვხედავთ "რეალს", რომელიც ნამდვილად მაღალ დონეზე თამაშობს, თუმცა ვთვლი, რომ ეს მაქსიმუმი არ არის და კლუბს კიდევ უფრო დიდი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია. "ბლანკოსი" არაერთ ტურნირზე გამოდის, რომელსაც საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი დაემატება, აქედან გამომდინარე მოთამაშეებს სეზონის ბოლოს გადაღლა შეეტყობათ, თუმცა დედაქალაქელთათვის საბედნიეროდ რესურსი არსებობს. სათადარიგოთა სკამი "რეალს" საიმედო ჰყავს."

"წლევანდელი ლა ლიგა ძალიან საინტერესოა, რადგან ერთმანეთს 5 გუნდი ებრძვის. "ატლეტიკო", "ბარსელონა", "სევილია" და "ვალენსია" დედაქალაქელებს დიდ კონკურენციას გაუწევენ, თუმცა ყველაზე დიდი შანსი თავისთავად "ბლაუგრანას" აქვს."

"გრანადასთან გამარჯვებამ სამეფო კლუბს პირველი ადგილი მოუტანა, რადგან "ბარსელონამ" დაუგეგმავად დაკარგა ქულები. ლუის სუარესი საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა, რასაც ვერ ვიტყვით ლიონელ მესისა და ბრაზილიელ ნეიმარზე. საბოლოო ჯამში კატალონიელებმა ფიასკო განიცადეს, ამას მოჰყვა უნაი ემერის "სევილიას" მარცხი."

"ბეილის დაბრუნება კარლო ანჩელოტის ბევრ პრობლემას მოუხსნის, რადგან უელსელი ფეხბურთელი "რეალში" დიდ სამუშაოს ასრულებს. ის ეფექტურია როგორც თავდასხმაში, ასევე ნახევარდაცვაში და საჭირო შემთხვევში დაცვაშიც. გარეთი დიდებული მოთამაშეა. დარწმუნებული ვარ იტალიელი სპეციალისტი ხამესის, ბეილის, ისკოს და სხვების რესურსს სწორად გადაანაწილებს და წარმატების გასაღებს იპოვის."

"მადრიდის "რეალს" ბურთით თამაში ძალიან უყვარს, თუმცა არც კონტრ-შეტევაზე აცხადებს უარს. სწრაფი ფეხბურთელების საშუალებით ისინი დროის უმოკლედ მონაკვეთში უდიდეს მანძილს ფარავენ და მეტოქეს მწვავედ უტევენ."

"როდესაც ბურთი ბეილს აქვს, სიტუაცია ყოველთვის მწვავდეს. უელსელი სივრცეებსაც ათავისუფლებს, რადგან მუდმივად ბევრს მოძრაობს და 2-3 ფეხბურთელის ყურადღებას იპყრობს."

"არ ვიცი დაჯდება თუ არა ფრანცისკო ალარკონი სათადარიგოთა სკამზე, თუმცა მოვლენების მსგავსი განვითარების შემთხვევაში საპანიკო არაფერია, რადგან "ბლანკოსს" კიდევ უამრავი მატჩი აქვს ჩასატარებელი, სადაც ისკოს ბევრჯერ ვიხილავთ."

  • Hala
  • 3 ნოემბერი 2014
  • 2 219
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)