ანტონ მეანა : "ბეილი ნებისმიერ ტაქტიკას მოერგება"

რადიო მარკას კორესპოდენტ/ექსპერტის, ანტონ მეანას განცხადებით, გარეთ ბეილის დაბრუნების შემდეგ კარლო ანჩელოტის არავითარი პრობლემა არ შეექმნება...

"ბევრი ფიქრობს, რომ გარეთის დაბრუნების შემდეგ კარლო საგონებელში ჩავარდება, თუმცა ეს სრული სისულელეა. "გრანადასთან" მატჩამდე იტალიელმა განაცხადა კიდეც, რომ უელსელის დაბრუნება ბევრ რამეს შეუწყობს ხელს."

"ფრანცისკო ძალიან კარგად თამაშობს, თუმცა ბეილი საჭიროა. არამგონია ამ ეტაპზე ალარკონმა სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლოს. ვფიქრობ, კარლიტო ოპტიმალურ გადაწყვეტილებას მიიღებს."

"ვინც თვლის, რომ ბეილი მხოლოდ 4-3-3 ტაქტიკაზე შესაძლოა გამოიყენო სრულყოფილად, ძალიან ცდება, რადგან უნდა გავიხსენო "მიუნხენელებთან" ორ მატჩიანი დუელი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გაიმართა. ასევე, სამეფო თასის ფინალი, რომელიც "რეალმა" უშუალო კონკურენტ "ბარსელონას" სძლია, ორივე პაექრობაში ანჩელოტიმ 4-4-2 გამოიყენა, უელსელი კი მოწოდების სიმაღლეზე იდგა."

"იმ შემთხვევაში, თუ "რეალმა" მერსისაიდელთა დამარცხება შეძლო, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის საგზურს 2 ტურით ადრე გაიფორმებს. კარგი იქნება, თუ დედაქალაქელები გაიმარჯბენ და მომდევნო 2 მატჩს ფორმალური ხასიათი მიეცემა, ამ შემთხვევაში მთავარი მწვრთნელი როტაციას მიმართავს და ფეხბურთელებს დასვენების საშუალება მიეცემათ, თანაც შესაძლოა კასტილიელებსაც მიეცეთ შანსი."

"მადრიდში ლივერპულელებს მოუთმენლად ელიან. დარწმუნებული ვარ სანახაობრივ მატჩს ვიხილავთ."

  • Hala
  • 3 ნოემბერი 2014
  • 1 712
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (245)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)