ანჩელოტი: "ბეილი კარგად გრძნობს თავს"

"ლივერპულთან" თამაშამდე, კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენცია გამართა.

"ბეილი კარგად გრძნობს თავს, თუმცა ჯერ ვერ გეტყვით, ხვალინდელ მატჩს სასტარტოდან დაიწყებს თუ არა.გადაწყვეტილებას დილით მივიღებ."

"მნიშვნელოვანია, რომ შემადგენლობის წევრები კარგ ფიზიკურ კონდიციებში იმყოფებიან, რაზეც ბოლოდროინდელი შედეგები მეტყველებს.იმედია, მარტსა და აპრილს ანალოგიურ კონდიციებში შევხდებით."

"ჩვენ ვთამაშობთ კარგად და ამით კმაყოფილები ვართ.გვესმის, რომ ყველა თამაში ნიშანდობლივია."გრანადასთან" დიდებულად ვიასპარეზეთ და ახლა იგივეს გამეორებას "ლივერპულთანაც" ვეცდებით.მჯერა, ჩემი შეგირდების, რომლeბიც მეტად პროფესიონალები არიან ნებისმიერ სიტუაციაში."

"კარვახალის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა.ის 1 კვირაში დაბრუნდება მოედანზე.ალბათ, კოენტრაუსაც ეს ვადა დასჭირდება, ხოლორ რაც შეეხება ხესეს, ჯერ დაზუსტებით არვიცით, როდის შეძლებს კვლავ თამაშს ახალაგზრდა შემტევი."

"რონალდუ არ ფიქრობს რაულის რეკორდზე.მას ხვალაც შეუძლია მისი დამხობა.ის მხოლოდ გუნდზე ზრუნვითაა დაკავებული.კრიშტიანუ ფანტასტიკური ფეხბურთელია.რთული ისეთი სიტყვების მოძიება, რომელიც ზუსტად აღწერს მას."

"არაერთგზის ვთქვი, რომ ჩემი სურვილია სამეფო კლუბში დიდი ხნით დარჩენა.თუ კლუბშიც მოსწონთ ეს პოზიცია და კმაყოფილნი არიან ჩემი მუშაობით, მზად ვარ, გავახანგრძლივო."

"მიყვარს საუბარი გუნდზე და არა კონკრეტულ ფეხბურთელებზე, რამეთუ წარმატება გუნდურად თამაშის დამსახურებაა."

"ბალოტელის ხარისხიანი საფეხბურთო თვისებები აქვს, უბრალოდ არასახარბიელო დროს მოუწია "ლივერპულში" გადასვლა.სუარესის წასვლის შემდეგ, ინგლისური კლუბი მოიკოჭლებს.ვფიქრობ, ასეთ დროს, მწვრთნელმა ახალწვეულებს უფრო მისცეს ბიძგი.იმაში, რომ მარიომ შესვენებაზე მაისური გაცვალა, პრობლემას ვერ ვხედავ.ანალოგიური მარსელომ რომ გააკეთოს, სათადარიგოზე ნამდვილად არ დავსვამ."

AS

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)