ვარანი და არბელოა სასტარტოში ითამაშებენ "ლივერპულთან"
მოსალოდნელია, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის დაპირისპირებაში, ანჩელოტი რამდენიმე ცვლილებას შეიტანს ძირითად შემადგენლობაში.
დიდი ალბათობით, როტაცია მხოლოდ დაცვით ხაზს შეეხება, სადაც არბელოა და ვარანი გამოჩნდებიან.ალვარო ტრავმირებულ კარვახალს შეცვლის, რომელსაც "გრანადას" შემდეგ უქმობა გამოუწერეს§, ხოლო რაფაელი პეპეს ადგილს დაიკავებს.ამ უკანასკნელმა გარკვეული დისკომფორტით დაასრულა განვლილი პაექრობა და "ლივერპულთან" დასვენების საშუალება მიეცემა.
შეგახსენებთ, რომ "რეალისა" და "ლივერპულის" მატჩი, ხვალ, 23 საათსა და 45 წუთზე (თბ. დროით) აიღებს სტარტს.
AS
- 3 ნოემბერი 2014
- 1 590
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.