მადრიდელთა მეორე მარცხი
მადრიდის "რეალმა" მეორე მარცხი განიცადა ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-13 ტურში.
ეტორე მესინას შეგირდების მძლეველი, ამჯერად "ლაბორალი" აღმოჩნდა.საბოლოოდ "თეთრები" 80-62 დამარცხდნენ.ეს მათთვის რიგით მეორე მარცხია ესპანეთის საკალთბურთი პირველობაზე.
"ლაბორალი" 80-62 მადრიდის "რეალი"
"ლაბორალი:" სინგლეტარი (6), ინგლიში (12), სან ემეტერიო (7), ტელეტოვიჩი (10), სოლიტერი (17), უერტასი (7), რიბასი (13), მიკოვი (2) და ბარაკი (6).
მადრიდის "რეალი:" პრიგიონი (5), ბულოკი (13), ლავრინოვიჩი (11), გარბახოსა (10), ველიჩკოვიჩი (6), კაუკენასი (6), ჰანსენი (2), ვიდალი (0), რეიესი (9) და ვან დენ სპიეგელი (0).
მეცამეტე ტურის თავზე სატურნირო ცხრილის სურათი შეიცვალა.ესპანეთის პირველობას სათავეში კატალონიური "ბარსელონა" ჩაუდგა, რომელსაც 13 თამაშიდან 12 მოგება აქვს.რაც შეეხება სამეფო გუნდის კალათბურთელებს, ისინი მხოლოდ მეორე საფეხურზე მოდიან 11 გამარჯვებით.ლიდერთა სამეულს "ლაბორალი" ასრულებს.მადრიდელთა მძლეველების აქტივში 10 მოგებაა.
აქვე მოგახსენებთ, "რეალის" მოთამაშეების საევროლიგო მიღწევებზეც.ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკალათბურთო ტურნირის ჯგუფური ეტაპი უკვე მე-8 მატჩების დასასრულს ითვლის."დ-ი" ჯგუფში, ესპანური კალათბურთოს გიგანტი კვლავ ინარჩუნებს ლიდერობას.მადრიდელებმა მერვე ტურში უშუალო კონკურენტი დაამარცხეს "პანათინაიკოსის" სახით.აღსანიშნავია, რომ "თეთრებმა" 67-76 სძლიეს ათენელებს მათსავე მოედანზე.
ამრიგად, ევროლიგის "დ-ი" ჯგუფში 6-6 მოგებები აქვთ "რეალსა" და "პანათინაიკოსს," თუმცა როგორც უკვე მოგახსენენთ, პირველ ადგილზე ესპანელები არიან.სასიხარულო ის არის, რომ მესინას შეგირდებმა ევროლიგის მომავალი რაუნდის საგზური მოიპოვეს.
"რელი" ესპანეთის პირველობაზე მორიგ შეხვედრას 27 დეკემბერს ჩაატარებს."ვისტალეგრეზე" პირინეული ტიტანების შერკინება გაიმართება.მადრიდელებს კარგი შანსი აქვთ ხსენებულ დღეს დაამარცხონ "ბარსელონას" კალათბურთელები და ისევ დაიბრუნონ გათამაშების პირველი პოზიცია.
რაც შეეხება ევროლიგის კალენდარის, "რეალი" მე-9 თამაშს აღნიშნულ ტურნირზე 2010 წელს გამართავს."ბლანკოსი" 6 იანვარს "ოლდენბურგს" მიიღებს შინ.
- 21 დეკემბერი 2009
- 4 390
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.