გარეთ ბეილმა ვარჯიში განაახლა
გრანადაში დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვების შემდეგ, ანჩელოტის დამოძღვრილები ჩ/ლიგაზე გადაერთვნენ, სადაც სამშაბათს, "ლივერპულთან" გამართავენ რიგით მეორე დაპირისპირებას.
დღევანდელ სესიაზე, "გრანადასთან" სასტარტოში მოასპარეზე ფეხბურთელებს (რონალდუს და მარსელოს გარდა) დასვენების საშუალება მიეცათ, ხოლო პორტუგალიელმა და ბრაზილიელმა მსუბუქად ივარჯიშეს.
სასიხარულოა, რომ "ვალდებებასზე" გამოჩნდა გარეთ ბეილი, რომელმაც არბელოასთან, ნაჩოსთან, ილიარასთან, ხედირასთან და ჩიჩარიტოსთან ერთად, სრული დატვირთვით იმუშავა.დიდი ალბათობით, უელსელი მზადყოფნაში შეხვდება "მერსისაიდელებთან" თამაშს.
რაც შეეხება დანიელ კარვახალს, ამ უკანასკნელს ტრავმის გამო არ უვარჯიშია.
AS
- 2 ნოემბერი 2014
- 2 568
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.