უნაი ემერი : "სამეფო კლუბს უნდა გადავასწროთ"
ანდალუსიის "სევილიას" მთავარი მწვრთნელის, უნაი ემერის განცხადებით, მისი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-10 ტურის თავზე ცხრილის სათავეში მოექცეს...
"რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, კატალონიის "ბარსელონამ" ძალიან დიდი უპირატესობა გაანიავა და ლიდერობა "რეალს" დაუთმო. ვიგოელებთან მარცხმა და "რეალის" მოგებამ ცხრილში ყველაფერი თავდაყირა დააყენა."
"ჩემი გუნდი ყველაფერს გააკეთებს 3 ქულის მოსაპოვებლად და სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე განსათავსებლად."
"მე-10 ტურში ლიდერები ხშირად იკვეთებიან, თუმცა როგორც ჩანს წლევანდელი ლა ლიგა მოულოდნელობებით იქნება აღსავსე. 4-5 გუნდი ბოლომდე იბრძვის, მათ შორის სხვაობა მინიმალური გახლავთ."
- 2 ნოემბერი 2014
- 2 491
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.