პრესის მიმოხილვა

დღეს მსოფლიო პრესა საუბრობდა მადრიდის "რეალის" გუშინდელ შთამბეჭდავ გამარჯვებაზე. მოდით ვნახოთ რას წერს მსოფლიო პრესა.

Marca: "მანუელ პელეგრინის გუნდის დიდებული თამაში. მათ "სარაგოსა" მიწასთან გაასწორეს და ექვსი უპასუხო გოლი გაუტანეს. სილამაზე, სანახაობრიობა და გოლები – ეს ყველაფერი მხოლოდ ერთმა გუნდმა შემოგვთავაზა. "სარაგოსა" მათ მხოლოდ უყურებდა. "სამეფო კლუბი" მეტად ენერგიულია და ბევრს სიურპრიზსაც გვიმზადებს".

As: "მადრიდის "რეალმა" აჩვენა სანახაობრივი და გუნდური თამაში. გუნდმა უკვე იპოვნა სათამაშო სტილი და იცის, როგორ ითამაშოს. ისინი ძალიან სწრაფები არიან და მალე მათი შეჩერება რთული იქნება".

El País: "მადრიდელებმა "სარაგოსას" თავს მოახვიეს საკუთარი თამაში და გაანადგურეს. არაგონელებს თითქოს ეძინათ და გვიან გამოიღვიძეს. თამაშში ნამდვილი გოლების წვიმა იყო. მხოლოდ ერთ გუნდის მონაწილეობით და ეს მადრიდის "რეალი" იყო.

El Mundo: "მადრიდელებმა მოედანზე მორიგი სპექტაკლი დადგეს. მათ საუკეთესო ფეხბურთელები ჰყავთ. მათი შეჩერება შეუძლებელია".

ABC: "რეალმა" ნამდვილი შოუ დადგა. ისინი სწრაფად და ეფექტურად თამაშობდნენ. ძნელია მათ წინააღმდეგ თამაში".

La Razón: "პელეგრინი დიდებულად მართავს გუნდს. გუნდში ყველა პოზიცია შესანიშნავად მოქმედებს. მადრიდელები ბურთით სასწაულებს სჩადიან. 2010 წელს ისინი საუკეთესოები იქნებიან".

Público: "გოლები, სანახაობა, ეფექტურობა – ეს ყველაფერი შესანიშნავი იყო. გუნდმა ფიესტა მოაწყო".


ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com

  • faqo
  • 20 დეკემბერი 2009
  • 3 855
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 13
2 ხულიან ალვარესი 6
3 მურიქი 5
4 ვინისიუსი 5

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2025 (36)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)