ხამესის ოჯახური მდგომარეობა

მადრიდის "რეალის" კოლუმბიელმა ფეხბურთელმა, ხამეს როდრიგესმა საკუთარ ოჯახურ მდგომარეობაზე ისაუბრა...

"ჩემთვის ოჯახს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან რთული ცხოვრება მაქვს გამოვლილი. დღესაც კი სახლში ყოფნას არაფერი მირჩევნია, რადგან იქ ყველაზე დიდ სიმშვიდეს ვპოვებ."

"დედაჩემი ყოველთვის თავმდაბალი ადამიანი იყო და მუდმივად იმას მაგონებდა, რომ ქედმაღლობა ადამიანისთვის დამღუპველია. დედა ხშირად მიბიძგებდა სწავლისკენ და ვცდილობდი განათლება მიმეღო, თუმცა ჩემთვის მთავარი მაინც ფეხბურთის თამაში იყო."

"მამინაცვალმა გამზარდა, რომელიც ძალიან ხისტი იყო ჩემთან ურთიერთობაში, თუმცა მას ყოველთვის დიდ მადლობას ვუხდი, რადგან ჩემი ცხოვრების უკეთესად წარმართვაში დიდი როლი ითამაშა."

ხამესის ოჯახური მდგომარეობა


"3 წლის ვიყავი, როდესაც მამა ბოლოს ვნახე. სიმართლე გითხრათ ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტკივილია. ნამდვილად ტრაგიკული ბავშვობა მქონდა, თუმცა შემდეგ ყველაფერი უკეთესობისკენ მიდიოდა."

"ოჯახს როდესაც დავშორდი, სრულწლოვანიც არ გახლდით, თუმცა ეს ნაბიჯი უნდა გადამედგა, რადგან ჩემი საფეხბურთო კარიერას სხვაგვრად ვერ განვითარდებოდა."

"ბებია ყოველთვის გვერდში მედგა. ის არასდროს მშორდება და მუდმივად ოპტიმიზმს ინარჩუნებდა, მას ძალიან სურდა ჩემი ფეხბურთელობა, რადგან ნიჭს ხედავდა. ბებია ჩემთვის უძვირფასესი პიროვნებაა."

"ჩემი ჰობი და გატაცება ორი რამ გახლავთ, ეს არის მანქანები და საათები, რომლის ახალი ვარიანტები ყოველთვის მაინტერესებს. ვფიქრობ, მოვა დრო, როდესაც გარკვეული კოლექცია მექნება."

ხამესის ოჯახური მდგომარეობა


"რომ არა ჩემი მეუღლე, შესაძლოა ყველაფერი უარყოფითად წარმართულიყო, მან მე დიდი დახმარება გამიწია. ცხოვრებაში ბევრი ცუდი რამ გადამიტანია. მას შემდეგ, რაც დანიელა გავიცანი, ყველაფერი დალაგდა და ცხოვრებაში ბევრ წარმატებას მივაღწიე. მეუღლეს უდიდეს პატივს ვცემ."

"ჩემი შვილი? მისთვის ყველაფერს გავაკეთებ. არ მსურს, მანაც იგივე გაიაროს რაც მე."

"ფეხბურთი ცხოვრების ნაწილია. ვფიქრობ, შემიძლია კიდევ უფრო მოვუმატო და ისტორიაში ჩემი სახელი ჩავწერო, ამისთვის დიდი მოტივაცია მაქვს."

"ყველაზე მნიშვნელოვანი თავმდაბლობა გახლავთ, ყველა წარმატებულ ადამიანს სწორედ ეს დევიზი უნდა ამოძრავებდეს."

  • Hala
  • 2 ნოემბერი 2014
  • 6 424
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (245)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)