კარლო ანჩელოტი : "მიღწეულით არ დავკმაყოფილდები"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ "გრანადას" დამარცხების შემდეგ პრეს-კონფერენცია გამართა...

"ამაყი ვარ, ნამდვილად ამაყი ვარ იმით, რომ ჩემი ფეხბურთელები მითითებებს ზედმიწევნით ასრულებენ და შედეგი სახეზეა. 0-4 აუღელვებლად დავაფიქსირეთ. გუნდი მოტივირებულია, სრულად ახდენს კონცენტრაციას და თამაშობს უმაღლესი დონის ფეხბურთს, ხარიხს დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელიც ჩვენ უმაღლეს დონეზე გვაქვს აყვანილი."

"მთლიანობაში ძალიან კმაყოფილი გახლავართ, თუმცა გუნდს გარკვეული ხარვეზები აქვს, აქედან გამომდინარე ბოლომდე ვიმუშავებთ და მიღწეულით არ დავკმაყოფილდებით. კოლექტივს უდიდესი პერსპექტივა აქვს."

"სწრაფმა გოლმა სიტუაცია გაგვიმარტივა, რასაც ვერ ვიტყვით კაპაროსის გუნდზე. გრანადელებმა მჭიდროდ თამაში დაიწყეს, თუმცა კრიშტიანოს მიერ შესრულებულმა ზუსტმა დარტყმამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა, შემდეგ კი ინიციატივა ჩვენ ვიგდეთ ხელთ და სასურველი შედეგიც დავაფიქსირეთ."

"შეტევაში შესანიშნავად ვთამაშობთ, თუმცა კიდევ უფრო დავიხვეწებით, რადგან მთელი სეზონი წინ არის. ბევრი ფიქრობს, რომ გარეთ ბეილის დაბრუნების შემდეგ საგონებელში ჩავარდები, მე კი თამამად შემიძლია განგიცხადოთ, რომ უელსელის დაბრუნებას მოუთმენლად ველი, რათა ჩემ გეგმებს ხორცი შევასხა და კიდევ უფრო დამანგრეველი გუნდი ჩამოვაყალიბო."

"კარიმ ბენზემა ფანტასტიური ფეხბურთელია, ის გოლების გატანასთან ერთად საგოლე გადაცემებსაც არიგებს. ბევრი კრიტიკის მიუხედავად ფრანგმა ყველას დაუმტკიცა, თუ რა შეუძლია."

"ხამესის გოლი? მოდით ამაზე ბევრს ნუ ვისაუბრებთ, რადგან მომენტის აღწერა მოკლედ შეიძლება - "ეს იყო ფანტასტიკა"."

  • Hala
  • 1 ნოემბერი 2014
  • 2 791
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)