"ელ კაპიტანო" ანჩელოტის დრაქსლერის შეძენას ურჩევს
გავრცელებული ინფორმაციით, "ელ კლასიკოს" შემდეგ რაულ გონსალეს ბლანკო და კარლო ანჩელოტი ერთმანეთს შეხვდნენ, სადაც ლეგენდარულ კაპიტანს იტალიელმა სპეციალისტმა მიღებული ჯილდო მიულოცა, რომელიც "რეალში" მის 20 წლიან კარიერას უკავშირდებოდა...
საუბრისას "ელ კაპიტანომ" იტალიელ სპეციალისტს წინა ხაზის გაძლიერება ახალგაზრდა და ძალიან პერსპექტიული ფორვარდით, ჟულიენ დრაქსლერით ურჩია, რომელმაც უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება მიიღო და მზად არის უმაღლეს დონეზე სათამაშოდ.
გონსალესის აზრით ჟულიენი სულ მალე თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო წინახაზელი იქნება, რადგან შესანიშნავად თამაშობს მეორე სართულზე და აქვს გამოზომილი, ზუსტი დარტყმა.
- 31 ოქტომბერი 2014
- 4 599
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.