ლატიგო სერანო : "შარშანდელი ფინალები დაგავიწყდათ?"
ლატიგო სერანოს განცხადებით, მადრიდში და ევროპის ბევრ ქვეყანაში, სადაც საფეხბურთო ექსპერტები გამოდიან და გარეთ ბეილის პასიურობაზე მიუთითებენ, ბევრ დეტალს არ აქცევენ ყურადღებას...
"მინდა განვაცხადო, რომ ისკო ალარკონი ძალიან ნიჭიერი და პერსპექტივით სავსე ახალგაზრდაა, რომლისგანაც კარლო ანჩელოტიმ ძალიან დიდი სარგებელი ნახა. დარწმუნებულ ვარ ესპანელი მრავალ წელიწადს გაატარებს დედაქალაში და კლუბის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იქნება."
"რაც შეეხება გარეთ ბეილს. მისი ჩამოწერა არ შეიძლება. შესაძლოა უელსელი ფრანცისკომ კარგად შეცვალა, მაგრამ რატო ივიწყებთ იმას, თუ რა გააკეთა გარეთმა "ბარსელონას" წინააღმდეგ სამეფო თასის ფინალში, როდესაც სწორედ მის იდეალური დრიბლინგისა და გოლის წყალობით კარლო ანჩელოტის გუნდმა პირველი ტიტული მოიგო."
"ამ ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ გასახსენებელია მიუნხენის "ბაიერნთან" დაპირისპირება, სადაც უელსელმა დიდი როლი ითამაშა. გარეთი იყო თავდამსხმელი, ნახევარმცველი და მცველი, ერთადერთი პოზიცია, სადაც მას ვერ ვხედავდით "კიპერი" იყო. როგორც "ბერნაბეუზე", ასევე "ალიანც არენაზე" უელსელმა ყველაზე დიდი ენერგია დახარჯა."
"თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ვივიწყებთ იმ გოლს, რომელმაც ლიგის ფინალში "რეალი" წინ გაიყვანა? გასაგებია, რომ სერხიო რამოსის თავდადებულმა თამაშმა და ბოლომდე ბრძოლამ შედეგი გამოიღო, თუმცა 2-1 სწორედ გარეთმა გამოაცხო."
"შესაძლოა ბეილს ამ ეტაპზე არც ისე კარგი ეპოქა უდგას, თანაც ამ ყველაფერს ტრავმა დაემატა, თუმცა მინდა თამამად განვაცხადო, რომ მადრიდის "რეალს" არ აქვს იმის ფუფუნება გარეთი სათადარიგოთა სკამზე დასვას."
- 31 ოქტომბერი 2014
- 3 820
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.