კაპაროსი : "სამეფო კლუბი სრულყოფილებამდეა მისული"
ხუაკინ კაპაროსის განცხადებით, კარლო ანჩელოტის გუნდი კიდევ უფრო დაიხვეწა და სრულყოფილებამდე სულ ცოტა უკლია...
"იტალიელ სპეციალისტს დიდ პატივს ვცემ. კარლო მოვიდა მადრიდის "რეალში" და სრულად შეცვალა შექმნილი სიტუაცია. სამეფო კლუბი სწორედ ასეთ მწვრთნელს იმსახურებს."
"დედაქალაქური კლუბი დამანგრეველი ძალის მატარებელი გახდა. "რეალს" ნებისმიერი მოწინააღმდეგის დამარცხება შეუძლია."
"სამეფო კლუბში გუნდური სულისკვეთებისა და ინდივიდუალური ოსტატობის ნამდვილი შერწყმა განხორციელდა, რომლის სულისჩამდგმელი და მთავარი გმირი მთავარი მწვრთნელი გახლავთ."
"ფრანცისკო ალარკონი ძალიანი ნიჭიერი ფეხბურთელი გახლავთ, რომელსაც დიდი მადრიდული მომავალი აქვს."
"ვერ ვიტყვი, რომ გარეთ ბეილი კლუბისთვის საჭირო არ არის, თუმცა მას გარკვეული პრობლემები აქვს. ჩემი სუბიექტური აზრით, ის შარშან უფრო პროდუქტიული იყო, ვიდრე წელს. არადა ყველაფერი პირიქით უნდა ყოფილიყო, რადგან უელსელმა ესპანეთში მეორე სეზონი დაიწყო."
"ამ ეტაპზე ისკოს ბევრად უფრო პროდუქტიულად ვთვლი, ვიდრე გარეთს, თუმცა უელსელის ჩამოწერა ნამდვილად არ შეიძლება, მას მონაცემთა უდიდესი არსენალი აქვს."
- 31 ოქტომბერი 2014
- 2 700
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.