"არსენალმა" ხედირაზე უარი თქვა
ლონდონელები ხედირას აღარ შეიძენენ.
როგორც მოგეხსენებათ, სამი ხედირა უკანასკნელ სეზონს ატარებს სამეფო კლუბში. ზაფხულში იგი გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. გერმანელი ნახევარმცველის გადაბირებას დიდი ხნის მანძილზე ცდილობდა არსენ ვენგერი, თუმცა გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, მეთოფეებმა ხედირაზე უარი განაცხადეს.
ფრანგი სპეციალისტის ყურადღება ახლა მოსკოვის "სპარტაკის" მოთამაშემ ბურგოსმა მიიპყრო. სწორედ ამიტომ, ვენგერი სრულად გადაერთო რუსული კლუბის ფეხბურთელზე, ხოლო ხედირა თამაშგარეში დატოვა.
Bernabeudigital.com
- 31 ოქტომბერი 2014
- 2 358
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.