"რეალი" დიდი ტრანსფერისთვის ემზადება
მარკო როისი კონტრაქტს ისევ არ ახანგრძლივებს.
გერმანელი ფეხბურთელი მარკო როისი, მადრიდის "რეალის" ყურადღების" ცენტრში რჩება. ამის შესახებ გერმანული გაზეთი "Bild" ავრცელებს ინფორმაციას. გარდა ამისა, მოთამაშით "ბარსელონა", "ბაიერნი" და "პსჟ"–ც ინტერესდება.
"დორტმუნდის" მწვრთნელი იურგენ კლოპი, კი ვარაუდობს, რომ მარკოს გერმანელები ვეღარ შეინარჩუნებენ და დიდის ალბათობით, ის "ბაიერნში" გადაბარგდება, მაგრამ ამის კატეგორიული წინააღმდეგი თვით ფეხბურთელია. მისი რჩეული "სამეფო კლუბია" და ეს როისს არაერთხელ განუცხადებია პრესის წინაშე. მისით "რეალი" ჯერ კიდევ, გასულ ზაფხულს ინტერესდებოდა, მაგრამ "თეთრებმა" ხამეს როდრიგესი შეიძინეს.
მადრიდელები მზად არიან მარკო ზაფხულში გაიფორმონ, რადგან "კარლეტოს" იანვარში არავის დამატება არ სურს.
- 31 ოქტომბერი 2014
- 3 614
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.