"გრანადა" ამ სეზონში ერთ-ერთი ყველაზე უხეში გუნდია

მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი" ლა ლიგის მე-10 ტურის მატჩს, გრანადას წინააღმდეგ გამართავს. დედაქალაქელები სტუმრის რანგში ითამაშებენ...

ყურადღება ერთ მნიშვნელოვან ფაქტორზე უნდა გავამახვილოთ. "გრანადას" ფეხბურთელებს 9 ტურში 29-ჯერ აქვთ მიღებული გაფრთხილება, რაც არც ისე სახარბიელო მაჩვენებელია.

ეს კოლექტივი წლეულს ერთ-ერთ ყველაზე უხეშ გუნდად ითვლება ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, აქედან გამომდინარე კარლო ანჩელოტის ფეხბურთელებს ფრთხილად ასპარეზობა მოუწევთ, რათა დაზიანებები აირიდონ.

რაც შეეხება წითელ ბარათებს, ამ გრაფაში მეტოქეს 0 უწერია.

ამასთანავე ყურადღების გამახვილება გატანილი გოლების რაოდენობაზეც შეიძლება. გრანადელებმა ამ სეზონში მხოლოდ 6-ჯერ მოახერხეს მეტოქის ბადის შერხევა, თუმცა 2 გამარჯვებასა და 3 ფრეს მაინც გამოჰკრეს ხელი.

რაც შეეხება მადრიდის "რეალს", ყვითელი ბარათების მიხედვით სამეფო კლუბს არავითარი პრობლემა არ აქვს. დედაქალაქელებმა 9 მატჩში 14-ჯერ მიიღეს გაფრთხილება, რაც თითო მატჩში საშუალო 1.5 ყვითელ ბარათს უტოლდება.

  • Hala
  • 30 ოქტომბერი 2014
  • 2 239
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 12
2 მბაპე 7
3 იამალი 7
4 კამელიო 4

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2026 (15)
სექტემბერი 2026 (194)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)