რელანო : "ისკო კვლავაც პროგრესირებს, ვარანი კი მოწოდების სიმაღლეზეა"
ალფრედო რელანომ გუშინდელი მატჩი მიმოიხილა და სამეფო კლუბის რამდენიმე ფეხბურთელზე გაამახვილა ყურადღება...
"ისკო ალარკონი დიდებული ფეხბურთელია, ის სულ მალე მადრიდის "რეალის" ერთ-ერთი ყველაზე ფავორიტი შეგირდი იქნება, რომლის საფეხბურთო ინტელექტი ყოველგვარ საზღვარს სცდება. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად ის გამოცდილი ფეხბურთელივით თამაშობს."
"ვარანის მეორე სართულზე თამაში აღარავის უკვირს, ის უკვე დიდი ხანია მოწოდების სიმაღლეზე დგას. ისკოსთან ერთად რაფასაც ნათელი მომავალი აქვს სამეფო კლუბში."
"კორნელიას ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც დასაფასებელია. გულშემატკივართა მხრიდან ოვაციები საყვარელი გუნდის ფეხბურთელებმა ნამდვილად დაიმსახურეს, რადგან თითოეულ ბურთზე ბოლომდე იბრძოდნენ და კეილორ ნავასის კარის აღებაც საკმაოდ ეფექტური კომბინაციის შედეგად მოახერხეს."
"გარეთ ბეილის ტრავმამ ხამეს როდრიგესს ახალი პოზიცია მიუჩინა, რომელსაც კოლუმბიელმა თვალწარმტაცად გაართვა თავი. როდრიგესი მადრიდულ ტემპში ნელ-ნელა ჯდება და კლუბის ლიდერად ყალიბდება. მისი შეცვლა მხოლოდ დასვენების მოტივიტივით იყო განპირობებული."
"დანიელ კარვახალი საკმაოდ ეფექტურად მოგვევლინა მარცხენა ფლანგზე, თუმცა არამგონია პოზიცია შეუცვალონ."
"კეილორ ნავასს ყველა ელოდა, რადგან კარლო ანჩელოტიმ სამეფო თასზე სწორედ ეს მეკარე განამწესა ძირითად შემადგენლობაში და მთელი სეზონის მანძილზე სწორედ კოსტა-რიკელს ვიხილავთ ამ ტურნირზე. მარსელოს შემოსვლა იდეალური იყო, მან კარგად შეასრულა მიცემული დავალება ნახევარდაცვაში და გოლის გატანაც მოახერხა."
"ჩიჩარიტოს ცოტა დრო ეძლევა, მაგრამ გამოყენებას ახერხებს, მექსიკელ ფეხბურთელს უკვე 4 ბურთი დაუგროვდა."
"აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ მედრანისა და დე ტომაზოს ასპარეზობა, რომლებიც მუდმივად დაელოდებიან მომდევნო შანსს, რათა უფრო ნაყოფიერები იყვნენ."
- 30 ოქტომბერი 2014
- 2 279
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.