კასილასი: "ლა დესიმას ლოდინმა ემოციები გაამძაფრა"
იკერ კასილასმა, ბავშვებისადმი მიძღვნილე ღონისძიების დროს კომენტარი გააკეთა.
"შარშან განცდილი ემოცია არ დამავიწყდება. თითქოს გავცოცხლდი. ახალი მუხტი და ახალი ემოცია წამოვიდა, რადგან ჩემპიონთა ლიგის თასი 12 წლის განმავლობაში არ აღგვიმართავს. როდესაც საბოლოოდ მივედით ფინალამდე, ვიცოდით, რომ აუცილებლად უნდა დაგვემარცხებინა მეტოქე. სპეციფიკური გრძნობა იყო, რადგან ფანები წლების მანძილზე ელოდნენ ამ წუთებს. თასი აღვმართე და თითქოს დიდი ტვირთი მომეხსნა."
"სეზონი მძიმედ დავიწყეთ, თუმცა თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად ნელ-ნელა ფორმაში შევდივართ. ჩვენი მიზანია საშობაოდ ყველა ჩემპიონატში ტოპ-რეიტინგული კლუბის სახელი შევინარჩუნოთ. "ბარსელონას" დამარცხებით ჩვენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით პრიმერა დივიზიონში."
"გოლის გატანა ყველა ფეხბურთელს უხარია. მახსოვს, როდესაც ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და სამეფო კლუბის ძირითად შემადგენლობაში ჩავირიცხე, თითოეულ ფეხბურთელს ერთნაირად ვგულშემატკივრობდი და მათი თითოეული წარმატება მიხაროდა. ამჟამად გუნდში ირიცხებიან ახალგაზრდა მოთამაშეები, რომელთაც ხშირად მინდორზე გამოსვლის საშუალება არ ეძლევათ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი უნდა დანებდნენ, პირიქით მათ გაცილებით მეტი მოეთხოვებათ, ვიდრე დანარჩენი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებს."
"ჯერ-ჯერობით სამომავლო გეგმებზე არ მიფიქრია, თუმცა დარწმუნებით ვიცი, რომ მწვრთნელი არასდროს გავხდები. მინდა რომ მსოფლიო ფეხბურთში კარიერის დასრულების შემდეგაც ვიმუშავო."
Marca.com
- 30 ოქტომბერი 2014
- 2 305
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.