სიმეონე: "სამეფო კლუბს არასდროს გავწვრთნი"
მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე ერთ-ერთ ესპანურ რადიოში იყო მიწვეული, სადაც მან სამეფო კლუბზე მცირე კომენტარი გააკეთა.
"მადრიდის "რეალის" მწვრთნელი არასდროს არ გავხდები. მე ძალიან ბევრი საერთო მაქვს "ატლეტიკოსთან" და ამ კლუბის ღალატს ნამდვილად არ ვაპირებ. მიუხედავად იმისა, რომ მაქვს მოკრძალების და შეგუებლობის გრძნობა, ამ საკითხში ჩემს პრინციპებს არ გადავაბიჯებ."
"მიმდინარე სეზონში "რეალთან" და "ბარსელონასთან" ბრძოლას გავაგრძელებ. ჩემპიონობისთვის პრეტენზია შუეძლიათ გამოთქვან აგრეთვე "ვალენსიამ" და "სევილიამ". ეს ორი გუნდი სეზონის სტარტზე ჩინებულად გამოიყურება. დარწმუნებული ვარ ისინი ღირსეულ კონკურენციას გაუწევენ ნებისმიერ გუნდს."
Defensacentral.com
- 30 ოქტომბერი 2014
- 4 074
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.