ოსკარ მუნიოსი: "ბლანკოსის კარის აღება შევძელი..."
"კორნელიას" ფეხბურთელმა ოსკარ მუნიოსმა, სამეფო კლუბის კარში გოლის გატანა მოახერხა.
"შანსი მომეცა და გავიტანე.დარწმუნებული ვარ, მადრიდის "რეალის" კარის აღებაზე თითქმის ყველა ფეხბურთელი ოცნებობს. მე კი ავიხდინე და თავი გამოვიჩინე."
"თეთრებმა" ორჯერ მოახერხეს პირველ ტაიმში ჩვენთვის გოლის გატანა და შეიძლება ითქვას, ამით ყველაფერი გადაწყდა. მართალია "ბლანკოსის" შეჩერებას ვცდილობდით, თუმცა ეს იგივეა, რომ აეროპლანის გაჩერება სცადო."
"შეხვედრის დასრულების შემდეგ, მაისური ნაჩო ფერნანდესს გავუცვალე.ის ახალგაზრდა და ძლიერი ფეხბურთელია. ჩემთვის დიდი პატივი იყო მის წინააღმდეგ თამაში. ჩვენ სეგუნდა B დივიზიონის ფეხბურთელები ვართ და ალბათ, გულშემატკივრებმა მეტი არც უნდა მოითხოვონ ჩვეგან.შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთეთ. მადრიდის "რეალის" თამაშს უნდა უყურო და ისიამოვნო."
Insidespanishfootball.com
- 30 ოქტომბერი 2014
- 1 908
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.