ანჩელოტიმ სასტარტო შემადგენლობა დაასახელა
კარლო ანჩელოტი დღევანდელი შეხვედრის წინ ჟურნალისტების წინაშე წარსდგა და სასტარტო შემადგენლობა დაასახელა
ბლატერის განცხადება: "ყოველთვის მაოცებს მისი გამონათქვამები, მაგრამ ვერაფერს ვერ ვიზამ. შეუძლებელია ფიფას პრეზიდენტს უთხრა, რომ ასეთები არ ილაპარაკოს. ესაა ის, რაზეც მუდამ ლაპარაკობენ. ამაზე არასდროს არ გვიფიქრია. წელს რონალდუს წელია, გოლები გააქვს, უმთავრეს ტიტულებს იგებს და ეჭვგარეშეა, რომ ოქროს ბურთს სწორედ ის იმსახურებს. გარდა ამისა, ასეთ სიტყვებს დიდი მნიშვნელობა, როგორც წესი არ აქვს."
თასი: "ესაა ტურნირი, რომელმაც წარმატება მოგვიტანა და კარგი მოგონებები გვკავშირებს მასთან. დღესაც ანალოგიურის გაკეთებას ვეცდებით. სერიოზულად უნდა მივუდგეთ თამაშს და გავაგრძელოთ მოგებები. სათამაშო დრო მიეცემათ იმათ, ვისაც ის ბევრი არ აქვს. კარგი თამაშის ჩვენება შეგვიძლია."
მოგებისთვის ბრძოლა: "ჩვენ ყველანი ერთი იდეის გარშემო ვართ გაერთიანებულნი. ესაა ჩვენი მიზანი."
ხავის განცხადება: "ეს დიდებული ფეხბურთელის პირადი მოსაზრებაა. ყველამ იცის, რომ ის ანტიმადრისიტაა, მაგრამ არავის არ უნდა დაავიწყდეს, რომ ჩვენ ვცდილობდით ბურთის დაუფლებას. "ბარსელონას" წინააღმდეგ კარგად ვითამაშეთ."
ბეილს ზეიდზედ სამზე მეტი თამაშის ჩატარება არ შეუძლია: "ეს სიმართლე არაა. მას აქვს პრობლემები კუნთებზე. ვნახოთ შეძლებს თუ არა მომდევნო კვირას "ლივერპულის" წინააღმდეგ თამაშს. ჯერჯერობით არ ვიცით, როდის მოახერხებს დაბრუნებას."
თასის მნიშვნელობა: "მნიშვნელოვანი ტურნირია. წინა წელს მან თავდაჯერებულობა შეგვმატა. ჩემპიონთა ლიგის ფინალი კარგად იმიტომ ვითამაშეთ, რომ კოპა დელ რეის მოგება შევძელით."
ბლატერის კრიტიკა და საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო: "რა თქმა უნდა, მოგება მიყვარს, მაგრამ ყველაზე დიდი ჯილდო ჩემპიონთა ლიგის მოგების დროს დავისაკუთრე. სწორედ ის ჯილდოა ჩემს სახლში და ის ჯილდო დევს "ბერნაბეუს" მუზეუმში. თუ კიდევ ერთის მოგება შევძელი, მაშინ კაბინეტის გაფართოება მომიწევს."
რონალდუს დასვენება: "ასევე დაისვენებენ იკერი, პეპე, რამოსი, მოდრიჩი, კროოსი..."
წყარო: AS
- 29 ოქტომბერი 2014
- 4 469
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.