ხამესი: "ძალიან მომწონს ისკოს თამაში"

ხამეს როდრიგესმა Cadena SER-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ბევრ სიანტერესო საკითხზე ისაუბრა.

ბიჭი, რომელიც "მადრიდის რეალში" თამაშობს.

ყოველთვის მინდოდა აქ თამაში. ამაზე ბევრს ვოცნებობდი. სამი, თუ ოთხი წლიდან ვოცნებობდი, რომ ერთ დღეს "მადრიდის რეალში" მეთამაშა და აქ დიდხანს დავრჩენილიყავი. სიკვდილამდე ვაპირებ ბრძოლას ამ ოცნების ასასრულებლად. ვიცი ნიჭიერი ვარ, მაგრამ ფეხბურთში მარტო ეს არ არის საკმარისი. გამართლებას და შრომას დიდი მნიშვნელობა აქვს.

ოცნების ასასრულებლად რა გჭირდება?

უნდა გქონდეს მიზანი და ეცადო ამ მიზნის მიღწევას. ასეთ დროს ყველაზე ადვილია ოცნებების ასრულება.

მძიმე ბავშვობა გქონდა?

სამი წლის ვიყავი, როცა მამამ დაგტოვა. ყოველთვის მემახსოვრება დედა, რომელიც ნამდვილი მებრძოლი ქალის მაგალითია ჩემთვის. ის მუდამ ჩემ გვერდით იყო.

რას გრძნობ, როცა აცნობიერებ, რომ მამა არ გყავს?

გამიმართლა ასეთი მამინაცვალი რომ მყავს. ის მუდამ ჩემს გვერდით იყო და სწორედ მან აღმოაჩინა პირველმა, რომ ფეხბურთის თამაში შემეძლო, სწორედ მან მიმიყვანა ხუთი წლისა აკადემიაში და მუდამ მხარს მიჭერდა.

სწავლობდით?

დიახ, მაგრამ მიტოვებამ მომიწია, მინდა სწავლის გაგრძელება.

როგორ გახდით ფეხბურთელი?

ყოველთვის ვთამაშობდი ფეხბურთს. ხუთი წლიდან კი უკვე საფეხბურთო აკადემიაში გამოვდიოდი.

გქონდა დრო ფეხბურთის შემდეგ სწავლისთვის?

დიახ, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ არასდროს არ მქონია იდეალური ნიშნები. მშობლები გვერდში მედგნენ, მაგრამ მე მუდამ ვამბობდი, რომ ერთადერთი, რაშიც საუკეთესო უნდა ვყოფილიყავი იყო ფეხბურთი.

თქვენი კუმირი ვალდერამა იყო?

დიახ, ის ჩემი მისაბაძი მაგალითი იყო კოლუმბიაში.

როცა კოლუმბიაში იყავი , ბავშვობისას თუ იცოდი "მადრიდის რეალის" შესახებ?

რა თქმა უნდა, ბევრი თამაში მაქვს ნანახი "რეალის" მონაწილეობით.

თქვენი პროფესიული დებიუტი 14 წლის ასაკში შედგა. არ გეშინოდათ თქვენზე ბევრად უფროს ხალხთან თამაშის?

დიახ, მე ბავშვი ვიყავი და ბევრ უფროს პროფესიონალთან მითმაშია. რა თქმა უნდა, იყოს შიშის ფაქტორიც. კოლუმბიაში , როგორც წესი 15-16 წლის ასაკში აქვთ ფეხბურთელებს დებიუტი.

16 წლის ასაკში კი თქვენ არგენტინაში წახვედით?

დიახ, პირველი ექვსი თვე მაკვირდებოდნენ. მარტო ვიყავი. ძალიან ცუდი დრო მქონდა მაშინ. გავდიოდი გარდატეხის პერიოდს და ვაკვირდებოდი, თუ როგორ ვხდებოდი ახალგაზრდა ბიჭი კაცი. ვტიროდი, ვინაიდან ახალ ქვეყანაში სრულიად მარტო აღმოვჩნდი ასეთ პატარა ასაკში... მაგრამ შემდეგ მომიწია დიდ ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში, როგორიც რიკელმე, აიმარი , ალმეიდა, გალიარდო...არიან. ეს გასაოცარი იყო. ყველა ტკივილი უკან დარჩა.

როცა კოლუმბიაში დაბრუნდით უკვე ძალიან პოპულარული იყავი?

მაგრამ მალევე "პორტუში" მომიწია გადასვლამ.

"პორტუში" გადასვლამდე გაიცანით თქვენი მომავალი მეუღლე?

დიახ, საერთო მეგობარმა გაგვაცნო ერთმანეთი და 19 წლისანი უკვე დავქორწინდით.

მარტოობის გეშინიათ?

ვერ ვიტან მარტოობას. მიყვარს, როცა ირგვლივ მეგობრები და ჩემი ოჯახის წევრები არიან.

"პორტოში" დიდებული გუნდი გყავდათ...

დიახ, ბრწყინვალე გუნდი იყო. ფალკაო, გუარინი, ლუჩო გონსალესი...ამათთან ერთად ვთამაშობდი. ბევრი ტიტული მოვიგეთ. კარგი დრო გავატარე იქ. "პორტოს" გულშემატკივრები ძალიან მომთხოვნები იყვნენ. ესაა გუნდი, რომელიც მუდამ მოგებისთვის იბრძვის.

როცა "მონაკოში" თამაშობდით "მადრიდის რეალის" თამაშების სანახავად დადიოდით.

"მადრიდის რეალი" ზიდანის, ბექჰემის, კარლოსის და უდიდესი ვარსკვლავების შემდეგ მუდამ ჩემში იყო. 11 წლიდან "რეალის" ყველა თამაშებს ვადევნებდი თვალს. დასვენების დღე მქონდა და მიუნხენში გადავფრინდი იმისთვის, რომ ჩემი საყვარელი კლუბისთვის მეყურებინა. მიუნხენში მქონდა საშუალება რონალდუსთან სურათი გადამეღო. არც თუ ისე ბევრი წელია ვიცნობ რონალდუს, ვინაიდან ერთი და იგივე წარმომადგენელი გვყავს.

ფიქრობდი, რომ აქ გადმოხვიდოდი?

დიახ. მახსოვს ვნახე მათი ავტობუსი. ხალხი ყვიროდა "კრიშტიანო, კრიშტიანო, რამოსი, რამოს..." და მაშინ ჩემ თავს ვუთხარი, რომ მინდოდა სწორედ აქ, სწორედ ამ ავტობუსში ვმჯდარიყავი მეც. ამისთვის მუდამ ვიბრძოდი.

და მსოფლიო ჩემპიონატი?

ყველაფერი იმაზე უკეთესად წარიმართა, ვიდრე ჩვენ და ჩვენი გუნდის მესვეურები ველოდებოდით, როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური თვალსაზრისით. სწორედ ამაზე ვოცნებობდი, გოლის გატანაზე ისეთ დიდ ტურნირზე, როგორიც მსოფლიო ჩემპიონატია.

როდის გაჩნდა პირველი ამბები "მადრიდის რეალის" შესახებ?

მსოფლიოს ჩემპიონატამდე იყო ამაზე ლაპარაკი. საფრანგეთის დატოვება მსურდა. მენდეშმა მითხრა, რომ უნდა მომეთმინა. მსოფლიოზე დიდი მოტივაცია მქონდა კარგად თამაშისთვის, ვინაიდან ოცნებების ასრულებასთან ახლოს ვიყავი. ფლორენტინო პერესს პირველად მაშინ ვესაუბრე, როდესაც კონტრაქტს მოვაწერე ხელი.

იყავით ნამყოფი "ბერნაბეუზე"?

დიახ, ნანახი მქონდა თამაში "მადრიდის რეალისა" და "ელჩეს" შორის. როცა "პორტოში" დასვენების დღე მქონდა , ჩამოვდიოდი ამ დიდებული სტადიონის სანახავად

მორცხვი ხარ?

არა, სიმორცხვე არაფერ შუაშია, უბრალოდ წარმოუდგენელია, როცა ასეთი დიდებული ფეხბურთელების, ოსტატებისა და ვარსკვლავების გვერდით თამაშობ ცოტათი მორიდებული არ იყო.

თქვენ თავიდან ანჩელოტი არც ისე დიდ სათამაშო დროს გაძლევდათ...როგორ გრძნობდით ასეთ დროს თავს?

მშვიდად ვიყავი, ვიცოდი, რომ ადაპტაციისთის შრომა და მოთმინება იყო საჭირო. დრო მჭირდებოდა იმისთვის, რომ გარკვეულ დონეზე ავსულიყავი და ბევრი რაღაცეები გამეუჯობესებინა. გოლების გამტანი მე არ ვარ, ზოგჯერ გამაქვს გოლები, მაგრამ არ ვარ გოლეადორი. არ ვარ კრიშტიანო რონალდუ, ანუ ადამიანი, რომელსაც სეზონში მინიმუმ 60 გოლი გააქვს.

„სოსეიდადის“ წინააღმდეგ თამაშის წაგების შემდეგ ცოტა დაძაბული ატმოსფერო იყო...

უცნაური თამაში გამოდგა. ვაკონტროლებდით თამაშს, მაგრამ შემდეგ რაც მოხდა იმას, არანაირი გამართლება არ აქვს. ატმოსფერო მართლაც რთული იყო, მაგრამ ეს ასეც უნდა ყოფილიყო, ვინაიდან აქ მუდამ მოგებაა საჭირო. მე მშვიდად ვიყავი. უფრო მეტი ვარჯიში და მუშაობა მსურდა იმისთვის, რომ თამაში დღითი დღე გამეუჯობესებინა.

რომელ პოზიციაზე გრძნობ თავს უფრო კომფორტულად?

იქ , სადაც მწვრთნელი მეტყვის. ნახევარდაცვის წინ ნებისმიერ პოზიციაზე შემიძლია თამაში, მაგრამ უფრო ფლეიმეიკერის პოზიციაზე მომწონს ასპარეზობა.

„ატლეტიკოსთან“ მარცხის შემდეგ გუნდი თითქოს შეიცვალა...

საქმე იმაშია, რომ ეს გამარჯვებულის სულის პატრონი გუნდია, გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც მოგება უნდათ... დიახ, სიმართლე ისაა, რომ მას შემდეგ სხვა „მადრიდის რეალს“ ვუყურებთ.

კლასიკოს წინ ნერვიულობდით?

მშვიდი ვარ , მაგრამ რა თქმა უნდა, იყო ზეწოლა. ეს ნორმალურია. ვიცოდით, რომ კარგ ფორმაში ვიყავით და შეგვეძლო მოგება. ყველაზე მეტად რამაც გამაოცა, იყო ხალხი, ხალხი, რომელიც სტადიონზე მოსვლისას დაგვხვდა გზაში. ვუყურებდი მათ და უფრო ვრწმუნდებოდი, რომ იმ დღეს ჩვენ უნდა მოგვეგო. ეს წარმოუდგენელი იყო. ასეთი რამ მე სხვაგან არ მახსოვს და ეს დღე მუდამ დარჩება ჩემში.

ნეიმარის გოლის შემდეგ ფიქრობდით, რომ წააგებდით?

არა, ვინაიდან წინ ძალიან ბევრი დრო გქვონდა. ბევრი ფეხბურთელი გვყავს, რომელბსაც თამაშში გარდატეხის შეტანა შეუძლიათ.

რაზე ილაპარაკეთ შესვენებისას?

ვხვდებოდი, რომ მოწინააღმდეგე უფრო დაღლილი იყო. რონალდუს ვუთხარი კიდევაც: „ისინი დაღლილები არიან, ჩვენ უნდა შევუტიოთ“

რა გიპასუხათ რონალდუმ?

იგივე, რომ უნდა შეგვეტია.

თამაშის შემდეგ რა ქენით?

სალხში წავედი ოჯახის წევრებთან, შემდეგ სტუმრები მოვიდნენ

ფალკაო ბევრს გეხმარებოდათ?

დიახ, ის მუდამ ახლოს იყო ჩემთან. ბრწყინვალე მეგობარია. მისი ტრავმა მძიმედ გადასატანი აღმოჩნდა ყველასთვის.

ყოველთვის, როცა გოლი გაგაქვთ, კოცნით ტატუს, რომელზეც თქვენი შვილის სახელი სალომეა ამოტვიფრული.

ძალიან მიყვარს. ის მე მაბედნიერებს და უფრო ბევრი რამეს მაკეთებინებს.

რელიგიური ხართ?

დიახ, ძალიან. ქრისტიანი ვარ. როცა დრო მაქვს ეკლესიაში მივდივარ. „პორტუში“ გადასვლის შემდეგ მყავს ჩემი მოძღვარი, რომელსა ყოველ თვე ვნახულობ.

გრძნობ ზეწოლას, როცა დი მარიას გადარებენ?

არა, არანაირი ზეწოლა. ის დიდებული ფეხბურთელია. ვაფასებ ყველაფერ იმას, რაც მან გააკეთა, მაგრამ ვფიქრობ, რომ მეც შემიძლია ბევრი კარგი რამის გაკეთება აქ.

ვინაა საუკეთესო ფეხბურთელი მსოფლიოში?

რა თქმა უნდა, რონალდუ. გოლების ნამდვილი მანქანაა, ბრწყინვალე სპორტმენია და რაც ყველაზე მთავარია, ურთიერთობაში იდეალური პოროვნებაა.

ანჩელოტიმ თქვა, რომ თუ ბეილი ტრავმას მოირჩენს, ის ითამაშებს...ვინ არ უნდა ითამაშოს?

ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია. მე ვმუშაობ და ვშრომობ იმისთვის, რომ როცა მწვრთნელი მეტყვის მზად ვიყო.

ბენზემა თუ ფალკაო?

მწვრთნელი რომ ვიყო ორივეს ვათამაშებდი.

ზიდანი თუ ვალდერამა

ორივე.

რომელმა „მადრიდის რეალის“ ფეხბურთელმა გაგაოცათ ყველაზე მეტად?

ყველა უძლიერესი ფეხბურთელი აქაა. ყველაზე მეტად მაინც ვფიქრობ, რომ ისკომ გამაოცა. მომწონს მისი თამაში.

თქვენი საუკეთესო მეგობარი გუნდში

კრიშტიანო, რამოსი, პეპე, მარსელო...

ოქროს ბურთს ვინ იმსახურებს?

კრიშტიანო

საუკეთესო ფეხბურთელი, ვინც ოდესმე გინახავთ

ზიდანი

ოცნება

ოქროს ბურთის მოგება

წყარო: AS

  • shvela
  • 29 ოქტომბერი 2014
  • 3 759
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)