5 წელი „ალკორკონის“ გმირობიდან
5 წლის უკან, სეგუნდა ბ-ში მოასპარეზე მორკძალებულმა კლუბმა, ისტორიის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი განიცადა.
2009 წლის 27 ოქტომბერს, „კოპა დელ რეის“ 1/16 ფინალის პირველი დაპირისპირებაში, „ალკორკონმა“ სამეფო კლუბს უმასპინძლა და არც მეტი არც ნაკლები, 4 უპასუხო გოლი გაუტანა.მაშინ, მანუელ პელეგრინი წვრთნიდა მადრიდელებს და იმ შემადგენლობიდან, მხოლოდ 3 ფეხბურთელი (არბელოა, ბენზემა და მარსელო) ირიცხება დღევანდელი ფორმაციის „რეალში.“
რაც შეეხება სასტარტო შემადგენლობას, ასე გამოიყურებოდა: დუდეკი, არბელოა, ალბიოლი, მეტცელდერი, დრენტე, მამადუ დიარა, გური, ვან დერ ვაარტიt გრანერო, რაული და ბენზემა.
აღსანიშნავია, რომ იქედან მოყოლებული, „კოპა დელ რეის“ დაწყებამდე, ესპანეთის ჟურნალისტები მუდმივად ახხსენებენ მადრიდელებს „ალკორკონთან“ განცდილ სამარცხვინო მარცხს.
MARCA
- 28 ოქტომბერი 2014
- 3 354
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.