დასკვნითი ვარჯიში "კოპას" მატჩამდე
"კოპა დელ რეის" სადებიუტო მატჩამდე, მადრიდელმა ფეხბურთელებმა მეორე და დასკვნითი სესია ჩაატარეს ("სანტიაგო ბერნაბეუზე").
პირველი შემადგენლობის წვერებთან ერთად, რამდენიმე კასტილიელსაც (მედრანი, დე ტომასი, ლუკას ტოტო და ხაიმე) მიეცა უფროს მადრიდისტებთან ვარჯიშის საშუალება.
აღსანიშნავია, რომ დასვენებას განაგრძობს და კვლავ არ უვარჯიშია კრიშტიანუ რონალდუს, რომელმაც გუშინ ღამით, LFP-ს დაჯილდოვებიდან 3 პრემია წამოიღო.
ანჩელოტის დანარჩენმა შეგირდებმა ჩვეული ინტენსივობით იმუშავეს.
წლევანდელი სეზონის პირველი სათასო დაპირისპირება ("კორნელასთან"), ხვალ, 23 საათზე (თბ. დროით) დაიწყება.
RealMadrid.Com
- 28 ოქტომბერი 2014
- 2 004
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.