„ოქროს ბურთისთვის“ 6 მადრიდისტა იბრძოლებს
France Football-მა და FIFA-მ, იმ ფეხბურთელების გაფართოვებული სია გამოაქვეყნეს, რომლებიც „ოქროს ბურთისთვის“ იბრძოლებენ.
ნიშანდობლივია, რომ ამჯერად, სამეფო კლუბის 6 წევრს ექნება შანსი საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს მოსაგებად.სერხიო რამოსის, ხამეს როდრიგესის, გარეთ ბეილის, კარიმ ბენზემას, ტონი კროოსისა და კრიშტიანუ რონალდუს გარდა, შემდეგი ფეხბურთელები არიან ნომინირებული: ანხელ დი მარია, მარიო გიოტცე, ედენ აზარი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ანდრეც ინიესტა, ფილიპ ლამი, ხავიერ მაშერანო, ლეო მესი, თომაშ მიულერი, მანუელ ნოიერი, ტიბო კურტუა, ნეიმარი, პოლ პოგბა, არიენ რობენი, ბასტიან შვაინშტაიგერი და იაია ტურე.
ცნობისათვის, 1 დეკემბერს, 3 ფავორიტს დაასახელებენ, ხოლო გამარჯვებული, 12 იანავარს, გალა დაჯილდოვებაზე გამოვლინდება.
შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ მფლობელის გამოსავლენად, ეროვნული ნაკრების მწვრთნელები, კაპიტნები და ჟურნალისტები აძლევენ ხმებს.
AS
- 28 ოქტომბერი 2014
- 5 781
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.