ნავასი: "სათადარიგოზე ყოფნაც მნიშვნელოვანია"
კეილორ ნავასმა დაჯილდოვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"ძალიან გახარებული ვარ კლასიკოში გამარჯვებით. შენი კოლეგების გვერდით ყოფნა და ემოციების მათთან ერთად განცდა ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ნიშანდობლივია სათადარიგოთა სკამზე ყოფნაც. მუდამ მზად უნდა იყო, რადგან ნებისმიერ მომენტში შეიძლება გუნდს დასჭირდე."
"მე ყოველთვის ვცდილობ მივულოცო ჩემს გუნდელებს ყველა გამარჯვება და ყოველი მარცხის დროს ისინი გავამხნევო. ყოველთვის მათ გვერდით უნდა ვიყო, რადგან ისინი ჩემი უახლოესი მეგობრები არიან."
"კოპა დელ რეიზე "კორნელიას" წინააღმდეგ, სავარაუდოდ, ძირითადში ვიქნები. დღევანდელმა დაჯილდოვებამ დამაჯერებლობა და რწმენა შემმატა. დარწმუნებული ვარ, კარგ შეხვედრას ჩავატარებ, რა თქმა უნდა, თუ მოედანზე გამოსვლის შანსი მომეცემა."
Bernabeudigital.com
- 28 ოქტომბერი 2014
- 2 370
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.