დასვენების დრო არ არის
მადრიდის "რეალის" სამწვრთნელო შტაბმა ფეხბურთელებს ვალდებებასზე უხმო.
არბელოა, ჩიჩარიტო, ილარამენდი, ნაჩო, ვარანი, ხედირა, მარსელო და კარვახალი დილიდან ინდივიდუალურ დავალებებს იღებდნენ ანჩელოტის თანაშემწეებისგან. კარვახალი და მარსელო "ელ კლასიკოზე" ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, თუმცა მათ მოითხოვეს დანარჩენ მოთამაშეებთან ერთად ევარჯიშათ.
ტრავმირებული კოენტრაო, ბეილი და ხესე კვლავ რეაბილიტაციის კურსებს გადიან. მათ სპორტულ დარბაზშიც ივარჯიშეს და დიდია ალბათობა იმისა, რომ ეს სამი ფეხბურთელი უახლოეს მომავალში ძირითად გუნდს შეუერთდება.
არბელოამ ვარჯიშის შემდეგ გადაღებული სურათი თავისი "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა და დაასათაურა: "მე და ჩემი მეგობრები არ ვისვენებთ".
Marca.com
- 27 ოქტომბერი 2014
- 2 148
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.