დი მარია:"რეალი" ფულის გამო არ დამიტოვებია"
ანხელ დი მარია მადრიდის "რეალზე" და "მანჩესტერ იუნაიტედზე" საუბრობს.
ანხელ დი მარიას თქმით, მას მადრიდელთა რიგები ფულის გამო არ დაუტოვებია და სიცრუეა ის ფაქტი თითქოსდა მას ხელფასის გაზრდა სურდა. არგენტინელის თქმით, "მანჩესტერი" მისი საოცნებო კლუბი იყო და მას აქ თამაშის სურვილი ყოველთვის ქონდა.
"სიცრუეა ის, რომ მე "რეალი" ფულის გამო დავტოვე. უბრალოდ მსურდა ჩემს საოცნებო კლუბში მეთამაშა და ეს ოცნებაც ავიხდინე. დიდი პატივია იყო "წითელი ეშმაკების" 7–იანი. ამ ფორმას პატივს ვცემ და მითუმეტეს ამ დიდებულ ნომერს, რომელსაც მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელები ატარებდნენ. ჩემი თავით ვამაყობ და ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ინგლისში ადაპტაცია სწრაფად გავიარე და გუნდს შევეწყვე. მითუმეტეს გულშემატკივრის სიყვარულს ვგრძნობ, რაც მე სტიმულს მმატებს"
"ვაღიარებ, მსოლფიოში საუკეთესო კლუბი დავტოვე, რომელიც მუდამ ლიდერი იყო, მაგრამ მე ახლა მინდა, რომ "მანჩესტერს" ძველი დიდების დაბრუნებაში დავეხმარო და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ"–დასძინა დი მარიამ.
- 26 ოქტომბერი 2014
- 5 366
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.