"რეალმა" "ბარსელონა" დააკომპლექსა
ესპანურ პრესაში კატალონიელების მადრიდულ კომპლექსზე საუბრობენ.
გუშინ გამართულმა "ელ კლასიკომ" ძალიან დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მოლოდინი იყო ძალიან დიდი სანახაობის, რადგან ორიველ კლუბმა კოლოსალური თანხა დახარჯეს გასული სატრანსფერო ფანჯრის დროს. ლაპარაკია მადრიდის "რეალის" მიერ ხამეს როდრიგესის გადაბირებაზე და ლუის სუარესის კატალონიურ კლუბში გადაბარგებაზე. "კლასიკოში" ამ ორი ფეხბურთელის დებიუტს ყველა მოუთმენლად ელოდა. დღეს კი პრესა საუბრობს იმაზე, რომ ხამესმა მადრიდელთა იმედები გაამართლა, ხოლო სუარესმა "ბარსას" ქომაგების მოლოდინს ხაზი გადაუსვა და უსახური შეხვედრა ჩაატარა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ნეიმარის მიერ მესამე წუთზე გატანილმა გოლმა გააოგნა მთელი ბერნაბეუ. პეპეს და კარვახალის დაუკვირვებლობის შედეგად წინ გაჭრილი ბარსელონას შეჩერება უფრო რთული წარმოსადგენი გახდა. მატჩის მსვლელობის დროს იმდენად ვერ გამოირჩა ხავი როგორც ამას გასულ შეხვედრებში აკეთებდა. სწორედ ამიტომ ლუის ენრიკემ მისი შეცვლა გადაწყვიტა, კაპიტნის სამკლაური კი ანდრეს ინიესტამ გადაიბარა, თუმცა მანაც ბავშვური შეცდომა დაუშვა, რითაც ისარგებლა ისკომ და საგოლე შეტევა წამოიწყო, რომელიც ბენზემამ დაასრულა.
რაც შეეხება მესის, მას ერთადერთი რეალური მომენტი ჰქონდა, თუმცა სამი მეტრიდან დარტყმული ბურთი კასილასმა მოიგერია. ესპანური ფეხბურთის კრიტიკოსების მოსაზრებით, კლასიკოში ბლანკოსის გამარჯვება გამოიწვია იმან, რომ თეთრები ძალიან სწრაფად, ორგანიზებულად და შედეგიანად ამოდიოდნენ დაცვიდან და იწყებდნენ თავიანთი გუნდის შეტევას. მადრიდელები ყველაზე დიდ მადლობას არა რომელიმე ფეხბურთელს, არამედ გუნდის თავკაცს, კარლო ანჩელოტის უხდიან.
დღევანდელი ესპანური პრესა აჭრელებულია შემდეგი სათაურით - "რეალმა" "ბარსელონა დააკომპლექსა. გამორიცხული არც არის, რომ კატალინიელებს მადრიდელების შიში გაუჩნდეთ, რადგან ბოლო შეხვედრებში, და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც "ბარსას" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ თანამდებობა დატოვა, კატალონიელები სამეფო კლუბის წინააღმდეგ შედეგიანად ვეღარ ასპარეზობენ.
As.com
- 26 ოქტომბერი 2014
- 4 040
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.