რა გვასწავლა კლასიკომ?
"სანტიაგეო ბერნაბეუზე" გამართულმა "ელ კლასიკომ" შესაძლოა ლა ლიგის სატურნირო ცხრილის ლიდერის ვინაობა ვერ შეცვალა, მაგრამ მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხები წამოსწია წინ როგორც ერთი, ისე მეორე გუნდისთვის.
მოდით განვიხილოთ ის 4 რამ, რაც მკაფიოდ გამოჩნდა გუშინ საღამოს.
1.ლიონელ მესი
ლიონელ მესი ყოველთვის უფრო მეტს აკეთებს მოედანზე, ვიდრე გოლის გატანაა.
ბოლო წლებში ის ფეხბურთის გულშემატკივრებმა გააღმერთეს, მისი მიღწევების, ტიტულების და არანომალური თამაშის ფონზე. იგი გახდა ლა ლიგის საუკეთესო გოლეადორი, რომელმაც 250 ბურთზე მეტის გატანა მოახერხა. მან არა ერთხელ მოიგო "ბარსელონასთან" ერთად პრიმერა დივიზიონი და ჩემპიონთა ლიგა, იგი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ზედიზედ ოთხჯერ მოახერხა ოქრის ბურთის აღება. არგენტინელი იქცა კატალონიელთა სახედ, რომლისთვისაც მხოლოდ ერთ ფეხბურთელს შეუძლია კონკურენციის გაწევა, მაგრამ შემტევი ბოლო პერიოდში თითქოს გზაჯვარედინზე მოხვდა და ვერ გადაუწყვეტია საით წავიდეს. იგი ეძებს ახალ გზებს, რომელიც მის ბრწყინვალებას ურყევს დატოვებს.
ხავის დაბერებასთან ერთად მესის პასებით მომარაგება უფრო გაჭირდა, რაც არგენტინელის სათმაშო ხარისხზეც აისახა. ამას დაემატა ნეიმარის ტრანსფერი , რასაც ლუის სუარესის გადაბირება მოჰყვა და მისი როლი გუნდში თითქოსდა უმნიშვნელო გახდა. წლების მანძილზე ლეო კულეების წარმატების გასაღებს წარმოადგენდა, იგი გახლდათ გუნდის მოტივატორი და სასიკვდილო იარაღი მეტოქისთვის, მაგრამ მისმა ფორმიდან ამოვარდნამ "ბარსას" სულისკვეთება დააქვეითა.
ლიონელის არცისე სახარბიელო მდგომარეობა კლასიკომ თვალნათლივ დაგვანახა, ამიტომაც ლუის ენრიკე ყველანაირად უნდა ეცადოს, რომ თითქოსდა დაკარგული როლი სწრაფადვე უპოვოს შემტევს და ხელახლა აყვავებაში დაეხმაროს.
2. ისკო სათადარიგოთა სკამზე
როდესაც უაღრესად ნიჭიერი ფეხბურთელი, დიდი დროის მანძილზე სათადარიგოთა სკამზე რჩება და მხოლოდ რიგ შემთხვევებში ეძლევა თავის გამოჩენის საშუალება, ძალიან ცუდად მოქმედებს მის ფსიგოლოგიასა და სათამაშო ხარისხზე.
ისკოს შემთხვევაში მოვლენების ხვანაირად ვითარდება. იგი თამაშიდან თამაშამდე იხვეწება და პროფესიულ დონეს ახლოვდება.
2 წლის წინ მადრიდულმა დელეგაციამ მანუელ პელეგრინს ხელებიდან ისკო ალარკონი გამოსტაცა 30 მილიონ ევროდ. ახალგაზრდას კვალობაზე ესპანელი მალაგაში საკმაოდ დამაჯერებლად ასპარეეზობდა და მრავალ გამარჯვებაშიც დაეხმარა გუნდს, რაც ბუნებრივია ფლორენტინო პერსს არ გამოჰპარვია, რომელსაც მიზნად გუნდის ესპანიზაცია და გაახალგაზრდავება სურდა.
შაბათს ალარკონმა ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა. მისი ფანტასტიურობით და სათამაშო სტილით "ბერნაბეუს" თეთრი პუბლიკა აღფრთოვანდა და ტრიბუნებიდან არაერთხელ მოგვესმა შეძახილები - "ისკო, ისკო, ისკო"
ასეთი გასაოცარი თამაშის შემდეგ ალბათ არ დაიჯერებთ თუ ვიტყვი, რომ ახალგაზრდა ესპანელს მხოლოდ 6 ჯერ მიეცა ძირითად შემადგენლობაში დაწყების საშუალება. წარსული წარსულია მაგრამ მომავალი ისკოს კვლავ არ აძლევს წარმატებსი საშუალებას. მალე გუნდში ბეილი დაბრუნდება. ის ძირითადს არც ალარკონს და არც სხვა რომელიმე ფეხბურთელს დაუთმობს, ისევე როგორც ხამესი, რომელიც გუნდმა ასტრონომიულ თანხად შეიძინა. შესაძლოა ორივე ზემოდ ხსენებული ფეხბურთელი ექსტრა კლასს წარმოადგენს, მაგრამ ფრანცისკო რომან ალარკონ სუარესს თამაშის შაშუალება მაინც უნდა მიეცეს, თანაც არცისე მცირე დროით.
3. იკერ კასილასი
ბოლო პერიოდის ყველაზე აქტიური თემა: ვინ უნდა იყოს მადრიდის "რეალის" ძირითადი კიპერი? თითოეულ ქართველ მადრიდისტას ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი გააჩნია და ეს პასუხი იკერ კასილასია. შესაძლოა ქართველი მადრიდისტები წმინდა იკერს საუკეთესოდ მიიჩნევენ, მაგრამ ესპანეთში სხვანაირად ფიქრობენ, რაც მოედანზე შეკრებილმა ქომაგებმა დაამტკიცეს, როდესაც გამაყრუებელი სტვნით უპასუხეს ლეგენდის ბურთთან შეხებას.
კლასიკო რის კლასიკოა თუ გუნდის სუსტი და ძლიერი მხარე არ გამოაიჩინა და გამონაკლისი არც გუშინდელი შეხვედრა გახლდათ. თუკი 25 ოქტომბერს 20:00 საათიდან 21:47 საათამდე ვინმემ მადრიდის "რეალის" სუსტი მხარე დაინახა, ვერავინ იტყვის რომ ეს სისუსტე კარის დარაჯს ეხებოდა. აღნიშნული შეხვედრა კასილასისთვის საუკეთესო გამოდგა სეზონში, რომელმაც არაერთხელ იხსნა გუნდი გაშვებული გოლისგან. ახლა კიპერი ფსიქოლოგიურად შესანიშნავ მდგომარეობაშია და ანჩელოტიმ აღარ უნდა იფიქროს თუ ვინ დაიცავს რომელიმე კონკრეტულ შეხვედრაში კარს. მადრიდის "რეალის" მთავარი კიპერის ურყევი პოზიცია კვლავ ლეგენდარულმა იკერ კასილასმა უნდა დაიკავოს.
4.ბარსელონას თავდაცვითი პოტენციალი
ალვეში, პიკე, მასკერანო, მატიე - მართლაც ბრწყინვალე დაცვის ხაზი, რომელსაც არ უნდა გაუჭირდეს რომელიმე ფეხბურთელის შეჩერება, მაგრამ "რეალის" წინააღმდეგ მათი ქმედებები უსუსური იყო. კატალონიელები თითოეულ ასპექტში ბრწინავდნენ, დაწყბეული ნახევარდაცვიდან დამთავრებული ფორვარდით და გარემარბებით, მაგრამ დაცვა ნამდვილად არ იყო მოწოდების სიმაღლეზე, რაც ბოლო პერიოდის მთავარ პრობლემას წარმოადგენს გუნდისთვის. სატრანსფერო ფანჯრის დროს კულეები მაქსიმალურად ეცადნენ უკანა ხაზის გამაგრებას და ერთი შეხედვით თითქოსად გამოუვიდათ, მაგრამ კლასიკომ კვლავ მოჰფინა ნათელი გუნდის სისუსტეებს. ჟერარდ პიკე შესანიშნავი მცველია, მაგრამ რატომღაც ხშირად ხდება უბედური შემთხვევის მსხვერპლი. გუშინ ესპანელმა მცველმა ვარდნაში სცადა მარსელოს პასის ფეხით დაბლოკვა, მაგრამ უეცრად ფეხის ადგილზე ხელი აღმოჩნდა, რომლის ბურთთან შეხებამ კატალონიელთა კარში გოლის გატანა განაპირობა. მეორე ცენტრალური მცველის პოზიციაზე მასკერანო მოგვევლინა, რომელიც პირდაპირ რომ ვთქვათ არაა ისეთი მცველი, როგორსაც ბარსა იმსახურებს. როგორც ვხედავთ ვერმალენი დროებით მიუწვდომელია კატალონიელებისთვის, ამიტომაც ყველანაირად უნდა შეეცადნონ, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მაღალი დონის მცველი იყოდნ, რომელიც შეძლებს და პუიოლის დანაკლის ამოავსებს.
- 26 ოქტომბერი 2014
- 4 679
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.