განწყობა? ორივე მხარეს ამაღლებული
მას შემდეგ, რაც "ენფილდზე" მადრიდის "რეალმა" 0-3 მოიგო, კარლო ანჩელოტის კოლექტოვმა უდიდესი ფსიქოლოგიური მუხტი მიიღო...
"ლივერპული" თავის თავს ნამდვილად არ ჰგავს, თუმცა ფეხბურთის ყველა გულშემატკივარმა იცის თუ რას ნიშნავს "ენფილდი", აქედან გამომდინარე იქ 0-3 ნამდვილად დასაფასებელია და ამაღელვებელია.
"რეალი" "ელ კლასიკოს" შესანიშნავი განწყობით ხვდება. ორმაგი მოტივაცია - ბარსასთან ჰანდიკაპის შემცირება და ლუის ენრიკეს პირველი მარცხი ლა ლიგაში.
ზედიზედ 8 მოგება და მეცხრეს დიდი მოლოდინი - ეს არის მადრიდის "რეალი".
რაც შეეხება "ბლაუგრანას". 8 მატჩი, 1 ფრე და არცერთი მარცხი, თანაც იმ ფონზე, რომ ბრავოს ჯერაც ვერ გაუგია თუ რას ნიშნავს საკუთარ კარში ბურთის გაშვება ლა ლიგის ეგიდით გამართულ პაექრობაში.
მადრიდის "რეალს" დიდი დანაკლისი აქვს გარეთ ბეილის სახით, თუმცა კარლო ანჩელოტი მის დანაკლისს სავარაუდოდ ისკო ალარკონით აღმოფხვრის, რომელიც მოედნის ცენტრს დაიკავებს, ხამეს როდრიგესი კი შეტევას გააძლიერებს.
- 25 ოქტომბერი 2014
- 2 439
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.