ენრიკე ორტეგო : "კლასიკოში სიურპრიზებს არ ველი"

ენრიკე ორტეგომ მოახლოვებული "ელ კლასიკოს" წინ საკმაოდ საინტერესო მოსაზრება გამოთქვა...

"არანაირ სიურპრიზს არ ველი. ვფიქრობ, გუნდები ანალოგიური შემადგენლობითა და ტაქტიკით გამოვლენ მოედანზე. "ელ კლასიკო" არ არის ის პაექრობა, სადაც ექსპერიმენტები ამართლებს. შესაძლოა შემადგენლობაში მაქსიმუმ 2 ცვლილება იყო, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საჭიროება მოითხოვს."

"ლუის ენრიკეს ბრწყინვალე რესურსი აქვს და საუკეთესო შემადგენლობის არჩევა შეუძლია. არამგონია ლუის სუარესმა პირველივე წუთებიდან ითამაშოს, რადგან ის გუნდთან ერთად მხოლოდ ვარჯიშობდა, სტადიონზე კი სულ სხვა სიტუაცია შეიქმნება. ურუგვაელ ფეხბურთელს მინიმუმ 1 თვე სჭირდება იმისათვის, რომ მთავარი გუნდის სათამაშო სტილსა და ფილოსოფიას ალღო აუღოს."

"ანჩელოტიმ 4-4-2 არ უნდა გამოსცადოს. მისი სქემა 4-3-3 უნდა იყოს, თუმცა ბეილის გარეშე. ვგონებ, უელსელის როლს ბრწყინვალედ შეითავსებს ხამეს როდრიგესი, რომელიც წინახაზელია. კოლუმბიელის ნახევარდაცვაში დაყენება დიდი სისულელეა, რადგან ის საკუთარ პოტენციალს ვერ ავლენს. მოდრიჩი, კროოსი, ისკო ნახევარდაცვაში შესანიშნავ ტრიოს შექმნიან, როდრიგესი კი რონალდუსა და ბენზემას უნდა დაეხმაროს."

"როდესაც "რეალი" ბურთს კარგავს, სხვა მოთამაშეებთან ერთად ხამეს როდრიგესიც ართმევაზე თამაშობს. კარლო თვლის, რომ ეს სწორია, თუმცა ჩემი აზრით კოლუმბიელი შეტავაში გაცილებით უფრო დიდი სარგებელის მომტანი გახლავთ."

  • Hala
  • 25 ოქტომბერი 2014
  • 2 004
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)