"რეალმა" უკანასკნელ 16 კლასიკოში გაიტანა
უკანასკნელ 16 კლასიკოში მადრიდის "რეალს" მოედანი გატანილი გოლის გარეშე არ დაუტოვებია.
2014 წლის კოპა დელ რეის ფინალში გარეთ ბეილის მიერ გატანილი გოლი უკანასკნელი იყო "ელ კლასიკოების" ისტორიაში. ამ სასიამოვნო ტრადიციას საფუძველი ჩაუყარა მარსელომ, რომელმაც "ბარსელონას" კარი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში აიღო 2011 წელს.
ამ კომპონენტში აქამდე საუკეთესო მაჩვენებელი 13 მატჩი იყო, რომელიც რამდენიმეჯერ დაფიქსირდა 1946-1952, 1959-1962 და 1962-1968 წლების სეზონებში. ახლანდელი მაჩვენებლით სამეფო კლუბმა უკანასკნელ 16 მატჩში "ბარსას" კარი 29-ჯერ აიღო, აქედან 11-ის ავტორი კრიშტიანო რონალდოა.
Realmadrid.com
- 24 ოქტომბერი 2014
- 2 107
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.