400 მლნ-იანი პოტენციური აუდიტორია
შაბათს გასამართ კლასიკოს, პირდაპირ ეთერში 100-ზე მეტ ქვეყანაში გადასცემენ და მოსალოდნელია, რომ ის რეკორდული მაჩვენებლის აუდიტორიას მოუყრის თავს ტელევიზორის ეკრანებთან.
400 მლნ.-იანი აუდიტორია - ასეთია პროგნოზი, რომელიც კლასიკოს მაყურებელთა რიცხვებთან დაკავშირებით ვრცელდება.
იმის გამო, რომ გაზრდილია ინტერესი, როგორც ესპანეთის ჩემპიონატის, ასევე თავად "მადრიდის რეალისა" და "ბარსელონას" დაპირისპირებისადმი, აღნიშნული თამაშის ხილვა 100-ზე მეტ ქვეყანაში პიდაპირ ეთერში იქნება შესაძლებელია.
მედიაპრომ, რომელიც ახორციელებს ესპანეთის პრიმერა დივიზიონის თამაშების ტრანსლირებას, რეკორდული მაჩვენებლის შემოთავაზება მიიღო კლასიკოს გაშუქების უფლებასთან დაკავშირებით. აზიისა და ლათინური ამერიკის 24 უმსხვილესი ტელევიზია პირდაპირ ეთერში გააშუქებს კლასიკოს.
მედიაპრო აცხადებს, რომ 300 პროფესიონალი, 27 კამერა და 4K ტექნოლოგიები იქნება გამოყენებული შაბათს გასამართი მატჩის გასაშუქებლად.
წყარო: AS
- 24 ოქტომბერი 2014
- 2 339
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.