ანჩელოტი: ""ბარსელონას" არასოდეს გავწვრთვნი"
კარლო ანჩელოტიმ Cadena SER-თან ვრცელი და საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.
- რონალდუს წინასწარ შეუთანხმდით, რომ "ენფილდზე" შეცვლიდით?
- არა, ეს სიურპრიზი იყო (იცინის).
- რატომ არ შეცვალეთ შესვენებაზე?
- ჯერ არაფერი იყო გადაწყვეტილი, თუმცა შემდეგ შევნიშნე, რომ მოკლე დისტანციაზე ძალიან ბევრს დარბოდა და მისი დასვენებაზე განვიზრახე.
- როგორია გუნდის მდგომარეობა "ლივერპულის" დამარცხების შემდეგ?
- გუნდმა აღდგენითი ვარჯიში ჩაატარა.სასტარტოში მოასპარეზე ფეხბურთელებმა აუზში ჩაატარეს სავარჯიშოები, ხოლო დანარჩენებმა მოედანზე.მნიშვნელოვანია, რომ სერხიო რამოსმა დაიწყო სრული დატვირთვით მუშაობა.
- სერხიო ითამაშებს?
- იმედია.ბევრი ცვლილებება არ განხორციელდება ძირითად შემადგენლობაში.თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, კარვახალი და რამოსი დაემატებიან.
- "რეალი" კარგ მომენტში ხვდება "კლასიკოს?'
- ყოველთვის რთულია კატალონიელების წინააღმდეგ თამაში, მაგრამ მშვიდად ვარ, რამეთუ ჩემი დამოძღვრილები კარგად გამოიყურებიან.
- როგორ არის იკერი?
- კასილიასი დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით მუშაობს.ის მაქსიმალურად კონცენტრირებულია თავის საქმეზე.ხალხისაგანც ბევრი კრიტიკა მოდის იკერის მისამართით, რამეთუ კაპიტანი არ ნებდება.
- პრიმერაში იკერი, ხოლო თასზე ნავასი?
- კეილორი "კოპა დელ რეიზე" იასპარეზებს და ამასთანავე, პერიოდულად ლა ლიგის პაექრობებშიც გამოჩნდება სასტარტოში.
- "ბარსელონას" წინააღმდეგ, ვინ ითამაშებენ დაცვის ცენტრში?
- პეპემ გარკვეული დარტყმა მიიყო ინგლისელების წინააღმდეგ და თუ მოასწრებს შაბათამდე გამოჯანმრთელებას, მის და სერხიოს ტანდემს ვიხილავთ.
- "ბარსასთან" მოედნის ცენტრი შეიცვლება?
- არ არის გამორიცხული, ხედირა გამოჩნდეს პირველი წუთებიდან მეოდანზე.ტრავმის შემდეგ კარგ ფორმაში დაბრუნდა და ვნახოთ.მეტოქეს გარკვეული მოულოდნელობებიც უნდა შევთავაზოთ (იცინის).
- ბეილი რომ ჯანმრთელად იყოს, ითამაშებდა?
- რა თქმა უნდა, როდესაც გარეთი მწყობრშია, ყოველთვის უნდა გვქონდეს მისი იმედი.
- "ბარსელონასა" და "აიაქსის" დაპირისპირებას უყურეთ?
- დიახ.როდესაც მომავალი მოწინააღმდეგის მატჩებს ვუყურებ, ვცდილობ, მათი სისუსტეები დავინახო, მაგრამ ამჯერად, დიად არ გამიმართლა.
- "კლასიკოსთვის" განსაკუთრებით ემზადებით?
- რა თქმა უნდა, ჩვენ სპეციალური სტრატეგიაც შევიმუშავეთ.
- მომავალ "კლასიკოში" ბევრ გოლს ვიხილავთ?
- ვგონებ, ეფექტური ჯახი გამოდგება."კლასიკოს" მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელოდება და გაურკვეველია, ასე ადრე რატომ დანიშნეს მატჩი.
- თქვენ თქვით, რომ "ბარსელონას" უკეთესად გამოიყურება...
- შარშანდელთან შედარებით, კატალონიელებმა გააუმჯობესეს თამაში და ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს.
- რას იტყვით კლუბის პრეზიდენტებზე?
- ძალიან მომწონს ფლორენტინოსა და ბერლუსკონის შედარება, რამეთუ მათ კლუბისადმი სიყვარული აერთიანებთ.ისინი რადიკალურად განსხვავდებიან აბრამოვიჩისა და შეიხისაგან, რომლებმაც შეიძინეს გუნდები.
- ვისთან გააფორმებდით განუსაზღვრელ კონტრაქტს?
- პერესთან, რამეთუ ძალიან მომწონს მასთან ურთიერთობა და მუშაობა.თავიდანვე კარგად განვეწყვეთ ერთმანეთის მიმართ.
- ყოფილა შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტს შეურჩევია სასტარტო თერთმეტეული?
- დიახ, ერთხელ, ბერლუსკონიმ დამირეკა ამ განზრახვით.
- რა არის თქვენი წარმატების საიდუმლი?
- მოვუსმინო ყველას და მივიღო ჩემი გადაწყვეტილება.ზოგჯერ კარგი იდეები იბადება სხვებთან საუბარში.მაგალითად, პირლომ თავად მირჩია მისთვის ამპლუის შეცვლა და როგორც ხედავთ, მეტად შედეგიანი გამოდგა.
- სამეფო კლუბში ვინ გთხოვთ სხვა პოზიციაზე გადაყვანას?
- სერხიო რამოსი მთხოვს, რომ თავდასხმაში გადავწიო.მას შეუძლია იქ თამაში.შესაძლოა, სწორედ "ბარსელონასთან" მატჩში დავაყენო წინ (იცინის).
- იმედოვნებთ, რომ მწვრთნელისათვის განკუთვნილ "ოქროს ბურთს" მიიღებთ?
- ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ბევრს მივაღწიე.მომწონს "რეალში" ყოფნა და თავდაუზგავად ვიმუშავებ, რათა კიდევ დიდხანს გაგრძელდეს ეს სიამოვნება.
- გინდათ, რომ "რეალის" ფერგიუსონი გახდეთ?
- ის 24 წლის განამვლობაში მუშაობდა მანჩესტერულ გრანდში.მე მინდა, რომ აქ დავასრულო კარიერა.
- "ბარსელონას" რომელ მოთამაშეს შეიძენდით?
- მესის.
- გაწვრნიდით "ბარსას?"
- რა თქმა უნდა, არა.პატივი უნდა სცე იმ კლუბის ისტორიას, სადაც გიმუშავია.
- საუკეთესო მეკარე, რომელთანაც გიმუშავიათ?
- ბევრ მსოფლიო დონის კიპერთან მომიწია მუშაობა, მაგრამ ჯიჯი ბუფონს გამოვარჩევდი.ის 17 წლის ასაკში წარმოუდგენელ რაღაცებს აკეთებდა.
AS
- 24 ოქტომბერი 2014
- 5 321
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.