შუსტერი: "კლასიკოს ფავორიტი არ ჰყავს"
სამეფო კლუბის ყოფილმა დამრიგებელმა ბერნდ შუსტერმა, მოახლოებულ კლასიკოსთან დაკავშირებით განაცხადება გააკეთა.
"რეალის" უპირატესობა?
"კლასიკოში ფავორიტის დასახელება რთულია, მაგრამ ვფიქრობ, რომ "რეალი" შინ თმაშობს, აქ კი მადრიდელები უფრო მეტი უპირატესობით სარგებლობენ. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ბარსელონა" ბერნაბუეზე" ბოლო წლების განმავლობაში ძალიან კარგად გამოიყურება."
"რეალის" სიძლიერე?
"სამეფო კლუბი ძლიერია, როგორც სტილით , ასევე მორალით და ამასთან ერთად კრიშტიანუ რონალდუთი"
"თეთრების" ცენტრი
"ჩემი აზრით, ცენტრში ისკო, კროოსი, მოდრიჩი და ხამესი უნდა იყვნენ. ისინი მოკლე პასებით გამოირჩევიან და ვფიქრობ, რომ ამით რეალს მცირედი უპირატოსობა აქვს. რაც შეეხება დაცვით ხაზს, აქ ძალები თანაბარია ."
მესი და კრიშტიანუ
"რთულია ამოირჩიო. მესი მიმდიანრე სეზონში საგოლე გადაცემებით გამოირჩევა, რაც შეეხება რონალდუს ის ნეიმართან ერთად გოლებისა და სისწრაფის მანქანას წარმოადგენს. თითოეულს თავის სტილი გააჩნია. ამჟამად არის ეს ორი ფეხბურთელია, მათ უკან კი არავინ."
რონალდუსა და მესის შეცვლა?
"მწვრთნელებმა ვიცით, რომ გუნდში მყოფი ვარსკვლავისთვის თამაში აუცილებელია. თუმცა მწვრთნელი ახდენს როგორც გუნდის, ასევე მატჩის ორგანიზებას და უკეთ იცის თუ რა არის მნიშნვნელოვანი"
გამარჯვების ფასი?
"გამარჯვება, როგორც ერთს ისე მეორე გუნდს გაუხარდება. ჩემი აზრით, მოგება "ბარსასთვის" და მისი გულშემატკივრისთვის უფრო განსაკუთრებული იქნება, რადგანაც არ დაგვავიწყდეს თამაში ბერნაბეუზეა."
სუარესის მონაწილეობა კლასიკოში?
"რთულია ამის შესახებ საუბარი, თუმცა კლასიკო მუდამ მნიშვნელოვანი მომენტებით არის აღსავსე, სადაც მისი გამოჩენა არავის გაუკვირდება."
ხამეს როდრიგესი
"ხამესი შეიძლება შევადაროთ დი მარიას, რომელმაც გარკვეული დროის შემდეგ გამოავლინა თავისი შესაძლებლობები. როდრიგესი ანხელისგან განხვავებით ახალგაზრდაა და ჩემი აზრით ფეხბურთელს დრო სჭირდება რომ სასურველი ადაპტაცია გაიაროს."
- 24 ოქტომბერი 2014
- 2 119
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.