ხამესი: "რთული მატჩი გველის"
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა, ხამეს როდრიგესმა მოახლოვებულ კლასიკოზე ისაუბრა.
"მატჩი მეტად დაძაბული და რთული იქნება. მინდა რომ მშვიდად და აღდგენლილი ენერგიით შევხვდე "ბარსელონას". თავს მეც და მთელი გუნდიც საკმაოდ კარგად ვგრძნობთ. "ელ კლასიკოსთვის" მზადება დავიწყეთ და დარწმუნებული ვარ წარმატებას მივაღწევთ."
"მადრიდი ფანტასტიური ქალაქია. აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ ოჯახში. ხალხი ძალიან თბილად მექცევა და ეს უზომოდ მაბედნიერებს. მე მათ სიყვარულს ყოველი ფეხის ნაბუჯზე ვხედავ და მათი მადლიერი ვარ."
"ვალდერამა ჩემი კერპია, ის ნამდვილი მოვლენა გახლდათ. რაც შეეხება პეკერმანს, ჩვენ მამა-შვილური ურთიერთობა გვაქვს, რაც მახარებს."
- 23 ოქტომბერი 2014
- 2 422
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.