დასვენების დრო არ არის!
კარლო ანჩელოტის გადაწყვეტილებით, გუშინდელი მომქანცველი პაექრობის შემდეგ მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებს დასვენების საშუალება არ მიეცემათ...
"დედაქალაქელები" ლივერპულიდან გუშინ ღამითვე დაბრუნდნენ ესპანეთში.
კლუბს "ელ კლასიკო" აქვს სათამაშო, აქედან გამომდინარე დღეს კარლოს შეგირდებმა "ვალდებებასზე" აღდგენითი ვარჯიში გამართეს, ხვალიდან კი მაქსიმალურ დატვირთვას მიიღებენ.
ყველა სასიამოვნო ინფორმაცია კი ის არის, რომ გუნდს სერხიო რამოსი შუერთდა, რომელმაც "ლივერპულთან" პაექრობა დაზიანების გამო გამოტოვა.
იკერ კასილასსა და კეილორ ნავასს მეკარეთა მწვრთნელი, ვილიამ ვეკი ამზადებდა.
- 23 ოქტომბერი 2014
- 2 877
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.