არანაირი გეგმა მატჩის გაჩერებისა არ არსებობს
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია აცხადებს, რომ კლასიკოს დროს თამაშის გაჩერება და მესის დაჯილდოება არ იგეგმება
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მესის მიერ ზარას რეკორდის დამხობის შემთხვევაში თამაშის გაჩერება და მისი დაჯილდოება იგეგმება. ფედერაცია აცხადებს, რომ ასეთი გეგმა არ არსებობს.
"არავის არაფერი არ უთქვამს და არანაირი წინადადება არ მიგვიღია ამასთან დაკავშირებით "ბარსელონასგან". ეს ინფორმაცია მედიისაგან გავიგეთ და გვინდა აღვნიშნოთ, რომ ის სიმართლეს არ შეესაბამება.
"არ ვიცი ამასთან დაკავშირებით, არსებობს თუ არა რამე რეგულაცია"-განაცხადა ფედერაციის წარმომადგენელმა.
ფიფამ თავის გვერდზე დაწერა, რომ არგენტინელი ფეხბურთელისთვის პატივისცემის ნიშნათ თამაშის ცოტა ხნით შეწყვეტა მხოლოდ და მხოლოდ ადგილობრივი ფედერაციის გადასაწყვეტია.
"ეს ყველაფერი დამოკიდებულია ადგილობრივ ფეხბურთის ფედერაციას, რამე რეგულაციები ამასთან დაკავშირებით არ არსებობს"-აღნიშნა ფიფას წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" ფეხბურთელს ორი გოლი აშორებს ზარას რეკორდის გაუმჯობესებამდე და LFP-ს პრეზიდენტი ტაბიასი აცხადებდა, რომ არ გამორიცხავდა თამაშის მსვლელობის შეჩერებას მესის პატისიცემის ნიშნად, მაგრამ ფედერაცია ამასთან დაკავშირებით მყარ პოზიციას ინარჩუნებს.
"მათ ("მადრიდის რეალი", "ბარსელონა" და "LFP") ჩვენ მინიმუმ უნდა გაგვაფრთხილონ, თუ რამე იგეგმება, ვინაიდან მატჩის გაშერება ფედერაციისა და მსაჯების მხრიდან ავტორიზაციას მოითხოვს"-ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.
წყარო: MARCA.com
- 23 ოქტომბერი 2014
- 3 406
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.